პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ჭეიშვილი – არავის მივცემთ უფლებას, ჩვენს შიდა პოლიტიკაში უხეშად ჩაერიოს, ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით ხელის გადაგრეხვის პრინციპი უნდა შეცვალოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით ხელის გადაგრეხვის პრინციპი უნდა შეცვალოს და ქვეყნის შიდა პოლიტიკასა და სასამართლოში უხეშად ჩარევის უფლებას არავის მისცემენ.

ირაკლი ჭეიშვილი – არავის მივცემთ უფლებას, ჩვენს შიდა პოლიტიკაში უხეშად ჩაერიოს, ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით ხელის გადაგრეხვის პრინციპი უნდა შეცვალოს
პირველი არხი

სუვერენულ ქვეყანაში, დამოუკიდებელ სასამართლოში არავინ უნდა ერეოდეს. სწორედ ამ პოლიტიკას ვატარებთ, რადგან დამოუკიდებელი და ეროვნული ხელისუფლება ვართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

ჭეიშვილის თქმით, ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით ხელის გადაგრეხვის პრინციპი უნდა შეცვალოს.

„საქართველომ უნდა შეცვალოს პოლიტიკა და ქვეყანას ევროკავშირმა უნდა დუნიშნოს მოსამართლეები, პროკურორები და შიდა პოლიტიკური პროცესი უნდა მართოს? სუვერენულ ქვეყანაში, დამოუკიდებელ სასამართლოში არავინ უნდა ერეოდეს. სწორედ ამ პოლიტიკას ვატარებთ, რადგან დამოუკიდებელი და ეროვნული ხელისუფლება ვართ.

არავის მივცემთ უფლებას, შიდა პოლიტიკაში, ჩვენ სუვერენიტეტში უხეშად ჩაერიოს. მარტა კოსი პოლიტიკის შეცვლას რას ეძახის, იმას, რომ ევროკავშირმა ქვეყანას მოსამართლეები, პროკურორები დაუნიშნოს და მართოს პროცესი? ბოლო რა იქნება, საქართველოში მარიონეტული ხელისუფლება მოიყვანონ? ეს არის მათი მიზანი და სწრაფვა. ჩვენთან სწორედ ამიტომ ვერ ნახულობენ საერთო ენას. მზად ვართ, ევროკავშირთან ნებისმიერ მწვავე თემაზე ვისაუბროთ. ჩვენ ევროკავშირთან მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით და ვინმეს თუ აქვს რაიმე შესაცვლელი ამ ურთიერთობაში, ევროკავშირია.

ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით ხელის გადაგრეხვის პრინციპი უნდა შეცვალოს. რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ თუ არა, ამას წყვეტს საქართველო. როდესაც ევროკავშირი უხეშად ერევა სუვერენიტეტში, ჩვენ ყოველთვის ვიმოქმედებთ ჩვენი სუვერენიტეტის და ეროვნული პრინციპების დაცვით“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველომ უნდა შეცვალოს პოლიტიკა და ქვეყანას ევროკავშირმა უნდა დუნიშნოს მოსამართლეები, პროკურორები და შიდა პოლიტიკური პროცესი უნდა მართოს? სუვერენულ ქვეყანაში, დამოუკიდებელ სასამართლოში არავინ უნდა ერეოდეს. სწორედ ამ პოლიტიკას ვატარებთ, რადგან დამოუკიდებელი და ეროვნული ხელისუფლება ვართ. არავის მივცემთ უფლებას, შიდა პოლიტიკაში, ჩვენ სუვერენიტეტში უხეშად ჩაერიოს. მარტა კოსი პოლიტიკის შეცვლას რას ეძახის, იმას, რომ ევროკავშირმა ქვეყანას მოსამართლეები, პროკურორები დაუნიშნოს და მართოს პროცესი? ბოლო რა იქნება, საქართველოში მარიონეტული ხელისუფლება მოიყვანონ? ეს არის მათი მიზანი და სწრაფვა. ჩვენთან სწორედ ამიტომ ვერ ნახულობენ საერთო ენას. მზად ვართ, ევროკავშირთან ნებისმიერ მწვავე თემაზე ვისაუბროთ. ჩვენ ევროკავშირთან მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით და ვინმეს თუ აქვს რაიმე შესაცვლელი ამ ურთიერთობაში, ევროკავშირია. ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით ხელის გადაგრეხვის პრინციპი უნდა შეცვალოს. რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ თუ არა, ამას წყვეტს საქართველო. როდესაც ევროკავშირი უხეშად ერევა სუვერენიტეტში, ჩვენ ყოველთვის ვიმოქმედებთ ჩვენი სუვერენიტეტის და ეროვნული პრინციპების დაცვით“
ირაკლი ჭეიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ლევან მაჭავარიანი: “ბრიუსელთან იდეალური ურთიერთობები მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნებოდა, თუ მას მთლიანად დავუთმობდით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები