ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ირაკლი ჭეიშვილი – ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით რიტორიკა უნდა შეცვალოს, სანქცირება კი არა, საერთო მაგიდასთან უნდა დავსხდეთ და სამომავლო გეგმებზე ვისაუბროთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით რიტორიკა უნდა შეცვალოს და სანქცირების ნაცვლად საერთო მაგიდასთან დაჯდომა და სამომავლო გეგმებზე საუბარია საჭირო. აღნიშნული განცხადება „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ წარდგენილ რეზოლუციას მოჰყვა, რომელიც საქართველოში ავტორიტარიზმის გაძლიერებასა და მიზნობრივი სანქციების გაძლიერებას ეხება.

ირაკლი ჭეიშვილი – ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით რიტორიკა უნდა შეცვალოს, სანქცირება კი არა, საერთო მაგიდასთან უნდა დავსხდეთ და სამომავლო გეგმებზე ვისაუბროთ
ირაკლი ჭეიშვილი – ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით რიტორიკა უნდა შეცვალოს, სანქცირება კი არა, საერთო მაგიდასთან უნდა დავსხდეთ და სამომავლო გეგმებზე ვისაუბროთპირველი არხი

„ევროპის სახალხო პარტიის“ მხრიდან არაერთი მსგავსი განცხადება მოგვისმენია. ევრობიუროკრატიას საქართველოსთან მიმართებით არასწორი მიდგომა აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

ირაკლი ჭეიშვილის თქმით, ევროკავშირი ასეთი რიტორიკით საქართველოსთან ურთიერთობებს ვერ გადატვირთავს.

„ევროკავშირი როცა ამბობს, თითქოს საქართველოსთან ურთიერთობის გადატვირთვა უნდა, ასეთი რიტორიკით ურთიერთობა არ გადაიტვირთება და არათუ გადაიტვირთება, არამედ სამომავლო პერსპექტივაც არ ექნება. ამიტომ, ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით რიტორიკა აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

სანქცირება კი არა, საერთო მაგიდასთან უნდა დავსხდეთ და სამომავლო გეგმებზე ვისაუბროთ. საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპაში იყოს. იმ ევროპაში, რაც მანამდე იყო და არა ახლა რასაც ისინი გვთავაზობენ, რა რიტორიკაც აქვთ საქართველოსთან მიმართებით“, – აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, „ევროპის სახალხო პარტიამ“ რეზოლუცია „საქართველოში ავტორიტარიზმის გაძლიერება“ წარადგინა. როგორც ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაშია აღნიშნული, „მოუწოდებენ ევროკავშირს, გააძლიეროს მიზნობრივი სანქციები და სხვა შემზღუდველი ზომები იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოში პოლიტიკურ რეპრესიებზე“.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ევროკავშირი როცა ამბობს, თითქოს საქართველოსთან ურთიერთობის გადატვირთვა უნდა, ასეთი რიტორიკით ურთიერთობა არ გადაიტვირთება და არათუ გადაიტვირთება, არამედ სამომავლო პერსპექტივაც არ ექნება. ამიტომ, ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით რიტორიკა აუცილებლად უნდა შეიცვალოს. სანქცირება კი არა, საერთო მაგიდასთან უნდა დავსხდეთ და სამომავლო გეგმებზე ვისაუბროთ. საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპაში იყოს. იმ ევროპაში, რაც მანამდე იყო და არა ახლა რასაც ისინი გვთავაზობენ, რა რიტორიკაც აქვთ საქართველოსთან მიმართებით“
ირაკლი ჭეიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.