ირაკლი ჭეიშვილი: ჩვენ ვრჩებით ევროკავშირთან მოლაპარაკებების სურვილისა და ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. ბურთი არის ევროკავშირის მხარეს. ჩვენ არაფერს ვაფუჭებთ ამ პროცესში. ვიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
დეპუტატ ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირთან „ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში“ რჩება და „ბურთი ევროკავშირის მხარესაა“. მისი თქმით, ბრიუსელმა თბილისს შანტაჟის ენით არ უნდა ესაუბროს.

ყოველთვის ვამბობთ, რომ ნებისმიერ ჩვენს გადაწყვეტილებაზე ვართ პასუხისმგებლები. ჩვენ ვმოქმედებთ სწორად და პრაგმატულად. ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა, როდესაც მთელი რეგიონი ცეცხლის ალში იყო გახვეული. ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს და არავის ვაძლევთ ჩვენს შიდა პოლიტიკაში ჩარევის უფლებას, - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ საქართველოსა და ევროკავშირთან ურთიერთობებზე საუბრისას.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ ბრიუსელმა უნდა შეცვალოს მისი მიდგომა და თბილისს შანტაჟის ენით არ უნდა ესაუბროს.
„თუ ევროკავშირი ფიქრობს, რომ დაკავშირებადობის პროცესი ჩვენი გვერდის ავლით ჩაივლის, ეს ასე არ მოხდება, იმიტომ, რომ როგორც არ უნდა ეცადონ ჩვენთვის გვერდის ავლას, გეოგრაფიულად ჩვენ ვაკავშირებთ ევროპასა და აზიას. მაგრამ პოლიტიკურ ნაწილშიც უნდა ვნახოთ საერთო ენა და ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ დავიწყოთ ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი, ისევე, როგორც დავიწყეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბაიდენის ადმინისტრაციის შეცვლის შემდეგ. ჩვენ ვრჩებით ევროკავშირთან მოლაპარაკებების სურვილისა და ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. ბურთი არის ევროკავშირის მხარეს. ჩვენ არაფერს ვაფუჭებთ ამ პროცესში. ჩვენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ღირსებასა და ტრადიციებს ვიცავთ“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…