პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ჭეიშვილი - ჩვენ არაფერი გვაქვს შესაცვლელი - თუ ვინმეს აქვს რამე შესაცვლელი ამ ურთიერთობაში, ეს ევროკავშირია

ქართული ოცნება

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობაში არაფერი აქვს შესაცვლელი და სწორედ ევროკავშირმა უნდა შეცვალოს თავისი მიდგომები, ორმაგი სტანდარტი და „ხელის გადაგრეხის პოლიტიკა“.

ირაკლი ჭეიშვილი - ჩვენ არაფერი გვაქვს შესაცვლელი - თუ ვინმეს აქვს რამე შესაცვლელი ამ ურთიერთობაში, ეს ევროკავშირია
ინტერპრესნიუსი

ჩვენ არაფერი გვაქვს შესაცვლელი - თუ ვინმეს აქვს რამე შესაცვლელი ამ ურთიერთობაში, ეს ევროკავშირია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ჭეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს და ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით მიდგომები, ორმაგი სტანდარტი და ხელის გადაგრეხის პოლიტიკა უნდა შეცვალოს.

ჭეიშვილი აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" ევროკავშირთან ნებისმიერ მწვავე თემაზე სასაუბროდ მზადაა.

„როგორც ვხედავთ, ევროკავშირი ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს. საქართველოსთან მიმართებაში რიტორიკას, მიდგომებს არ ცვლის. ამ ანგარიშში ადამიანებს ეძახის პოლიტპატიმრებს, რომლებიც მაგალითად, "მოლოტოვის კოქტეილით" პოლიციელებს წვავენ. რატომღაც მსგავსს ანგარიშებს საფრანგეთთან მიმართებით არ აკეთებენ. ეს არის არასწორი მიდგომა, ორმაგი სტანდარტი, ხელის გადაგრეხის პრინციპი, რასაც ევროკავშირი აკეთებს საქართველოსთან მიმართებით. ანგარიშში არაფერი შეცვლილა. ევროკავშირი ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს. ეს არის ცუდი სამომავლოდ ჩვენი ურთიერთობისთვის.

ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან ნებისმიერ მწვავე თემაზე სასაუბროდ. ჩვენ ვრჩებით მეგობრობის რეჟიმში. ჩვენ არაფერი გვაქვს შესაცვლელი. თუ ვინმეს აქვს შესაცვლელი ამ ურთიერთობაში, აქვს ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებაში," - განაცხადა ჭეიშვილმა.

რაც შეეხება საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებებს - "ქართული ოცნების" დეპუტატი აღნიშნავს, რომ ელჩი თავის შეფასებებში არაზუსტი იყო.

"მისი მწვავე კრიტიკა არაერთხელ გვინახავს. ის საუბრობს რომ ჩვენ გვაქვს არასწორი პოლიტიკა, სინამდვილეში კი პირიქითაა - ზუსტად ევროკავშირი ატარებს არასწორ პოლიტიკას. ევროკავშირმა უნდა შეცვალოს საქართველოსთან მიმართებით მიდგომები და ორმაგი სტანდარტი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაასრულოს," - აღნიშნა ჭეიშვილმა

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როგორც ვხედავთ, ევროკავშირი ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს. საქართველოსთან მიმართებაში რიტორიკას, მიდგომებს არ ცვლის. ამ ანგარიშში ადამიანებს ეძახის პოლიტპატიმრებს, რომლებიც მაგალითად, "მოლოტოვის კოქტეილით" პოლიციელებს წვავენ. რატომღაც მსგავსს ანგარიშებს საფრანგეთთან მიმართებით არ აკეთებენ. ეს არის არასწორი მიდგომა, ორმაგი სტანდარტი, ხელის გადაგრეხის პრინციპი, რასაც ევროკავშირი აკეთებს საქართველოსთან მიმართებით. ანგარიშში არაფერი შეცვლილა. ევროკავშირი ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს. ეს არის ცუდი სამომავლოდ ჩვენი ურთიერთობისთვის. ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან ნებისმიერ მწვავე თემაზე სასაუბროდ. ჩვენ ვრჩებით მეგობრობის რეჟიმში. ჩვენ არაფერი გვაქვს შესაცვლელი. თუ ვინმეს აქვს შესაცვლელი ამ ურთიერთობაში, აქვს ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებაში,“
„მისი მწვავე კრიტიკა არაერთხელ გვინახავს. ის საუბრობს რომ ჩვენ გვაქვს არასწორი პოლიტიკა, სინამდვილეში კი პირიქითაა - ზუსტად ევროკავშირი ატარებს არასწორ პოლიტიკას. ევროკავშირმა უნდა შეცვალოს საქართველოსთან მიმართებით მიდგომები და ორმაგი სტანდარტი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაასრულოს,“
„პოლიციელებს წვავენ. რატომღაც მსგავსს ანგარიშებს საფრანგეთთან მიმართებით არ აკეთებენ. ეს არის არასწორი მიდგომა, ორმაგი სტანდარტი, ხელის გადაგრეხის პრინციპი, რასაც ევროკავშირი აკეთებს საქართველოსთან მიმართებით. ანგარიშში არაფერი შეცვლილა. ევროკავშირი ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს. ეს არის ცუდი სამომავლოდ ჩვენი ურთიერთობისთვის. ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან ნებისმიერ მწვავე თემაზე სასაუბროდ. ჩვენ ვრჩებით მეგობრობის რეჟიმში. ჩვენ არაფერი გვაქვს შესაცვლელი. თუ ვინმეს აქვს შესაცვლელი ამ ურთიერთობაში, აქვს ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებაში,“
ირაკლი ჭეიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი ჭეიშვილი: არის არასწორი მიდგომა საქართველოსთან მიმართებაში. რასაც დღეს ევროკავშირი აკეთებს, ეს არის ორმაგი სტანდარტი და ეს არის ხელის გადაგრეხვის პრინციპიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები