პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ჭეიშვილი: არის არასწორი მიდგომა საქართველოსთან მიმართებაში. რასაც დღეს ევროკავშირი აკეთებს, ეს არის ორმაგი სტანდარტი და ეს არის ხელის გადაგრეხვის პრინციპი

საქართველოს პარლამენტი

დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი ევროკავშირს ორმაგ სტანდარტსა და „ხელის გადაგრეხვის“ პრინციპში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ბრიუსელის მოთხოვნა დაკავებულების გათავისუფლებაზე მიხეილ სააკაშვილსა და მოძალადე აქტივისტებს გულისხმობს.

ირაკლი ჭეიშვილი: არის არასწორი მიდგომა საქართველოსთან მიმართებაში. რასაც დღეს ევროკავშირი აკეთებს, ეს არის ორმაგი სტანდარტი და ეს არის ხელის გადაგრეხვის პრინციპი
რუსთავი 2

ვის გულისხმობს ბრიუსელი თვითნებურად დაკავებულებში და ვის გათავისუფლებას ითხოვს, მაშინ, როდესაც დღემდე არ დაუგმია 4 ოქტომბრის ძალადობა - თბილისი ევროკავშირის ელჩისგან ამ დრომდე პასუხების მოლოდინშია.

საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის ცალმხრივად მომზადებულ ანგარიშზე განმარტებებს პაველ ჰერჩინსკისგან ითხოვს, რომელმაც ამ კითხვებს არც ბრიფინგზე უპასუხა. მმართველი გუნდის განცხადებით, დუმილი კიდევ ერთი დასტურია, რომ ძალადობრივი მოვლენები ქვეყნის გარედან იგეგმებოდა.

თბილისში აქცენტი კეთდება ორმაგ სტანდარტზეც, რატომ ფასდება საქართველოში ჩადენილ დანაშაულზე სამართლებრივი რეაგირება დემოკრატიიდან გადახვევად, მაშინ, როდესაც ანალოგიურ ფაქტებს საფრანგეთში მძიმე კვალიფიკაცია ენიჭება.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჭეიშვილის შეფასებით, ბრიუსელის მხრიდან საქართველოსადმი ეს დამოკიდებულება "ხელის გადაგრეხვის" პრინციპია.

"ვის იგულისხმებენ?! იგულისხმებენ ალბათ მიხეილ სააკაშვილს, იგულისხმებენ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე მოძალადე მომიტინგეებს. იგულისხმებენ იმ მომიტინგეებს, რომლებიც ჩვენ დავაკავეთ "მოლოტოვის კოქტეილის" გამოყენების გამო და ასე შემდეგ, ამას იგულისხმებენ. ჩვენ ეს ადამიანები გვყავს დაკავებული, ჩვენ გვყავს მოძალადეები დაკავებულები.

რატომღაც მსგავს ანგარიშებს საფრანგეთთან მიმართებაში არ აკეთებენ. რატომღაც საფრანგეთში "მოლოტოვის კოქტეილით" როცა წვავენ პოლიციელებს, კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ მოძალადეები. კი ბატონო, ვეთანხმებით საფრანგეთის ხელისუფლებას, მაგრამ მსგავსი შემთხვევა ეგრე უნდა აღიკვეთოს საქართველოშიც. ზოგადად, ეს არის არასწორი მიდგომა საქართველოსთან მიმართებაში, რასაც დღეს ევროკავშირი აკეთებს. ეს არის ორმაგი სტანდარტი და ეს არის ხელის გადაგრეხის პრინციპი", - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჭეიშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ხელის გადაგრეხვის“
ირაკლი ჭეიშვილი
„როცა წვავენ პოლიციელებს, კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ მოძალადეები. კი ბატონო, ვეთანხმებით საფრანგეთის ხელისუფლებას, მაგრამ მსგავსი შემთხვევა ეგრე უნდა აღიკვეთოს საქართველოშიც. ზოგადად, ეს არის არასწორი მიდგომა საქართველოსთან მიმართებაში, რასაც დღეს ევროკავშირი აკეთებს. ეს არის ორმაგი სტანდარტი და ეს არის ხელის გადაგრეხის პრინციპი“
ირაკლი ჭეიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ჭეიშვილი - ჩვენ არაფერი გვაქვს შესაცვლელი - თუ ვინმეს აქვს რამე შესაცვლელი ამ ურთიერთობაში, ეს ევროკავშირიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები