7 000-ლარიანი ხელფასი და სპეციალურად მისთვის შექმნილი თანამდებობა – “ოცნების” ყოფილი მინისტრის ახალი სამსახური
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოში გელა გელაძე დაინიშნა, რომელსაც ბრძანების თანახმად 7 000 ლარის ოდენობის დარიცხული ხელფასი განესაზღვრა.

2 ნოემბერს, ყოფილმა შს მინისტრმა, სუსის ყოფილმა უფროსმა და შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გეკა გელაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც იმავე დღეს გახდა ცნობილი, მან თანამდებობა დაიკავა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოში.
ბიზნეს რეესტრში უკვე გამოქვეყნდა კორპორაციის გენერალური დირექტორის, ეკა სისაურის ბრძანება გელა გელაძის სამეთვალყურეო საბჭოში დანიშვნის შესახებ. ბრძანების თანახმად, მას განესაზღვრა 7 000 ლარის დარიცხული ხელფასი.
ვნობისთვის, კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რიცხვი უკვე სამამდე გაიზარდა, აქამდე საბჭოში თანამდებობებს იკავებდნენ ვაჟა ხიდაშელი და გიორგი ჩაჩიბაია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…