ზაალ ანჯაფარიძე: ნაცების წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას
ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობა დასაშვებად და კანონიერად ცნეს, რაც პარტიის აკრძალვის არგუმენტად შეიძლება იქცეს.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ გასული კვირის სხდომაზე ისეთი პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც პარტიის აკრძალვის მოთხოვნის ერთ-ერთ არგუმენტად შეიძლება იქცეს.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობა დასაშვებად და კანონიერად წარმოაჩინეს. მისი თქმით, პარტიის წარმომადგენლები ამ პოზიციას იმ არგუმენტით ხსნიდნენ, რომ ხელისუფლების არალეგიტიმურად მიჩნევის შემთხვევაში, მისი დამხობის უფლებაც აქვთ.
"საკონსტიტუციო სასამართლოს გასული კვირის სესიაზე, ნაცმოძრაობა კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მისი როგორც პარტიის აკრძალვას; გაგიკვირდებათ და ეს ნებსით თუ ენებლიეთ საკუთარი ინიციატივით გააკეთა. თავად გამოძებნეს ის არგუმენტი, რომელიც სხვა არგუმენტებთან ერთად ამართლებს მათი აკრძალვის სარჩელს.
ნაცების წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას. "არგუმენტად" მოიყვანეს ის, რომ რაკი ჩვენ და ჩვენი მომხრეები ხელისუფლებას არალეგიტიმურად მივიჩნევთ, გვაქვს მისი დამხობის ლეგიტიმური უფლებაცო. მოკლედ, "ნაცმოძრაობა" როგორც პარტია, თუკი ხელისუფლებაში არ არის, მუდმივად ორიენტირებულია ანტიკონსტიტუციურ ქმედებებზე და მხოლოდ შესაფერის მომენტს ელოდება მის განსახორციელებლად.
და როდესაც მავანნი ამბობენ, რომ ხელისუფლების დამხობა და კონსტიტუციური წყობის დამხობა განსხვავებული რამეებიაო, მათ ვეტყოდი, რომ არსებობს სიტუაციები, როდესაც ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა განიხილება ქვეყანაში კონსტიტუციური წყობილების დამხობის პირველ ეტაპად", - წერს ანჯაფარიძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…