ვენეციის კინოფესტივალისა და საქართველოს სახელით ოსკარზე წარდგენის შემდეგ, პირველი პრემიერა სამშობლოში - ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" ბათუმის საერთაშორისო ფესტივალს ხსნის
ბათუმის საერთაშორისო ფესტივალს ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" ხსნის, რომელიც ვენეციის კინოფესტივალისა და საქართველოს სახელით ოსკარზე წარდგენის შემდეგ პირველ პრემიერას მართავს სამშობლოში. მე-20 საიუბილეო ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა კინოჩვენება, მათ შორის ზღვის სანაპიროზე, ასევე იმუშავებს ინდუსტრიული პლატფორმა "ალტერნატიული ტალღა". ფესტივალის ჟიურის ფრანგი პროდიუსერი კრისტიან ბაუტე უხელმძღვანელებს, გახსნის ცერემონიაში კი პოლონელი რეჟისორი აგნეშკა ჰოლანდი მიიღებს მონაწილეობას.

ვენეციის კინოფესტივალისა და საქართველოს სახელით ოსკარზე წარდგენის შემდეგ, პირველი პრემიერა სამშობლოში - ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" ბათუმის საერთაშორისო ფესტივალს ხსნის. ტრაგიკომედია სიყვარულსა და მეგობრობაზე, 90-იანი წლების გურიის რეალობაზე, საქართველოში მოგზაურობას ბათუმიდან დაიწყებს. ლევან კოღუაშვილის ფილმი საერთაშორისო სრლუმეტრაჟიანი ფილმების პროგრამაშია.
მე-20 საიუბილეო წელს, ფესტივალის პროგრამა, სრულმეტრაჟიანი ფილმების გარდა, მოიცავს მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსებს, "დიდოსტატთა კოლექციას", სექციას "მუსიკა კინოში" და არასაკონკურსო ფილმების ჩვენებებს. ფესტივალის ფარგლებში, კინომოყვარულები ნახავენ ქართული კინომემკვიდრეობის აღდგენილ ფილმებს და ანიმაციებს. აღდგენილი ანიმაციური ფილმების ჩვენება ფესტივალის სიახლეა. ბათუმის კონოფესტივალის კიდევ ერთი სიახლე 20 წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად, კინოჩვენება ზღვის სანაპიროზეც გაიმართება.
ფესტივალის ჟიურიში წარმოდგენილი არიან ქართველი და უცხოელი ტელე და კინო პროდიუსერები, მსახიობები, სცენარისტები.
სრულმეტრაჟიანი ფილმების ჟიურის ფრანგი კინო და ტელე პროდიუსერი კრისტიან ბაუტე უხელმძღვანელებს.
გახსნის ცერემონიაში კი მონაწილეობას მიიღებს ცნობილი პოლონელი რეჟისორი, "ოსკარი"-ს სამგზის ნომინანტი და ევროპის კინოაკადემიის ყოფილი პრეზიდენტი, აგნეშკა ჰოლანდი.
ფესტივალის ფარგლებში იმუშავებს ინდუსტრიული პლატფორმა "ალტერნატიული ტალღა", რომელზეც ქართველი კინემატოგრაფისტების რვა პროექტს წარადგენენ. საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით , ახალგაზრდა რეჟისორები სცენარზე, პროექტების განვითარებასა და საერთაშორისო დაფინანსების სტრატეგიაზე იმუშავებენ.
ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან კულტურის სამინისტრო, კონოცენტრი, ბათუმის მერია და იტალიის საელჩო საქართველოში. დღეიდან, 8 დღის განმავლობაში, ბათუმი კიდევ ერთხელ კინოქალაქად გადაიქცევა. 100-მდე ფილმის ჩვენება ოთხ სხვადასხვა სივრცეშია დაგეგმილი. გალა ჩვენებებს ყოველ საღამოს, ბათუმის დრამატული თეატრი უმასპინძლებს. ევროპის მოედანზე კი სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე, საფესტივალო ფილმებს მთელი დღის განმავლობაში აჩვენებენ. ფესტივალი 26 სექტემბერს დაიხურება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…