ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

BIAFF 2026 დასრულდა

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF 2026 დასრულდა. დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები: საუკეთესო ფილმი გახდა „დედოფალი ზღვასთან“, საუკეთესო რეჟისორი — ლევან კოღუაშვილი („გურია“), ხოლო საუკეთესო მსახიობი მამაკაცი — კახა ჭოლაძე. სპეციალური პრიზები გადაეცა მაიკ დაუნის და თემურ ბაბლუანს.

BIAFF 2026 დასრულდა
BIAFF 2026 დასრულდარუსთავი 2

"BIAFF 2026" დასრულდა. კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე ჟიურიმ გამარჯვებული ნამუშევრები რამდენიმე ნომინაციაში გამოავლინა. ძირითადი პრიზები ქართველმა რეჟისორებმა მიიღეს. მხატვრული ფილმების კონკურსში, საუკეთესო ფილმად - "დედოფალი ზღვასთან" დასახელდა.

ნომინაციაში - საუკეთესო რეჟისურა, პირველობა ლევან კოღუაშვილმა ფილმით "გურია" მოიპოვა.

საუკეთესო მსახიობ მამაკაცად, ამავე ფილმიდან, კახა ჭოლაძე დასახელდა.

"ბიაფის" სპეციალური პრიზი კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბრიტანელ პროდიუსერს მაიკ დაუნის და ქართველ რეჟისორ თემურ ბაბლუანს გადაეცათ. რიგით მეოცე, საიუბილეო BIAFF-ი რვა დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ფესტივალის ფარგლებში 100-მდე ფილმის ჩვენება მოეწყო.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.