ბათუმის მეოცე საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი გაიხსნა
ბათუმში მეოცე საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი გაიხსნა, რომელსაც საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე, აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი მამუკა ბლიაძე დაესწრნენ. ფესტივალი რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმით „გურია“ გაიხსნა, ხოლო პოლონელ რეჟისორ აგნეშკა ჰოლანდს კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა.

კინოფესტივალის გახსნის ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრ ელისო ბოლქვაძესთან და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორ მამუკა ბლიაძესთან ერთად დაესწრო.
ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი წელს მეოცედ იმართება და 100-მდე ფილმის ჩვენებას უმასპინძლებს.
ფესტივალის პროგრამა საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსებს, აღდგენილი ქართული კინომემკვიდრეობის ფილმებისა და ქართული ანიმაციების ჩვენებებს, ასევე, არაერთ სხვა აქტივობას მოიცავს.
"ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი მნიშვნელოვანი პლატფორმაა როგორც ქართული კინოინდუსტრიის განვითარებისთვის, ისე ეროვნული კინემატოგრაფიის საერთაშორისო კინოინდუსტრიასთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისთვის. შესაბამისად, სამინისტრო ამ და სხვა მსგავსი ტიპის პლატფორმების და ღონისძიებების მუდმივი მხარდამჭერია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფესტივალის მრავალფეროვანი პროგრამა და საერთაშორისო კინემატოგრაფიული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. წელს ფესტივალი მეოცედ იმართება. საიუბილეო თარიღს ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ ფესტივალის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს",- აღნიშნა მიხეილ კიკნაძემ.
ფესტივალი რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმის - "გურია" ჩვენებით გაიხსნა. ცერემონიაზე, კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ფესტივალის სპეციალური ჯილდო ცნობილ პოლონელ რეჟისორს, "ოსკარის" სამგზის ნომინანტსა და ევროპის კინოაკადემიის ყოფილ პრეზიდენტს, აგნეშკა ჰოლანდს გადაეცა.
ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, ქ. ბათუმის მერიის, საქართველოში იტალიის საელჩოს, "ქართული ფილმისა" და საქართველოს ეროვნული არქივის მხარდაჭერით იმართება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი მნიშვნელოვანი პლატფორმაა როგორც ქართული კინოინდუსტრიის განვითარებისთვის, ისე ეროვნული კინემატოგრაფიის საერთაშორისო კინოინდუსტრიასთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისთვის. შესაბამისად, სამინისტრო ამ და სხვა მსგავსი ტიპის პლატფორმების და ღონისძიებების მუდმივი მხარდამჭერია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფესტივალის მრავალფეროვანი პროგრამა და საერთაშორისო კინემატოგრაფიული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. წელს ფესტივალი მეოცედ იმართება. საიუბილეო თარიღს ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ ფესტივალის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…