განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
პარლამენტის განათლების კომიტეტის დეპუტატები მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილს შეხვდნენ, სადაც სკოლამდელ განათლებაში დასაქმებულთა სახელფასო პოლიტიკასა და კვალიფიკაციის ერთიანი სტანდარტის შემუშავებაზე იმსჯელეს.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და კომიტეტის წევრი, პოლიტიკური ჯგუფის, "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს, თამარ მახარაშვილს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე იმსჯელეს.
ყურადღება გამახვილდა სკოლამდელი განათლების მიმართულებით დასაქმებულთა კვალიფიკაციის ერთიანი სტანდარტის შემუშავებისა და სახელფასო პოლიტიკის საკითხებზე.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს, რომელთა განხორციელება მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით იგეგმება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…