პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პარლამენტში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის განათლების კომიტეტში პროფესიული განათლების განვითარების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა, სადაც პროგრამების შრომის ბაზართან შესაბამისობასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე იმსჯელეს.

პარლამენტში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
რუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში, პროფესიული განათლების განვითარების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე პროფესიული განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების საკითხებს. შეხვედრის ფარგლებში განისაზღვრა სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.

„წინა მოწვევის პარლამენტში, კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, არაერთი თემატური მოკვლევა ჩატარდა და რეკომენდაციები გაიცა. ამ საქმიანობის შედეგად დაგროვილი გამოცდილება მნიშვნელოვანი საფუძველია შემდგომი სამუშაო პროცესებისთვის. დარწმუნებული ვარ, სამუშაო ჯგუფი გააგრძელებს დაწყებულ საქმიანობას და პროფესიული განათლების განვითარების პროცესში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.

როგორც სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, არაერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად იმსჯელებენ.

„რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა პროფესიულ განათლებას. შესაბამისად, სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ამ პროცესში აქტიური ჩართულობა და შესაბამის საკითხებზე მუშაობა იქნება“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრას პარლამენტის წევრები, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორები და პროფესიული განათლების საკითხით დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„წინა მოწვევის პარლამენტში, კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, არაერთი თემატური მოკვლევა ჩატარდა და რეკომენდაციები გაიცა. ამ საქმიანობის შედეგად დაგროვილი გამოცდილება მნიშვნელოვანი საფუძველია შემდგომი სამუშაო პროცესებისთვის. დარწმუნებული ვარ, სამუშაო ჯგუფი გააგრძელებს დაწყებულ საქმიანობას და პროფესიული განათლების განვითარების პროცესში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“
მარიამ ლაშხი
„რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა პროფესიულ განათლებას. შესაბამისად, სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ამ პროცესში აქტიური ჩართულობა და შესაბამის საკითხებზე მუშაობა იქნება“
გიორგი ჩაკვეტაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები