პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკომისიის ანგარიში - საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა სერიოზულად შერყეულია - დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული სასჯელები აჩენს ეჭვს, რომ რეპრესიების მიზნით სასამართლო ინსტრუმენტად გამოიყენება

ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა სერიოზულად შერყეულია, ხოლო დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოტანილი სასჯელები აჩენს ეჭვს, რომ სასამართლო რეპრესიების ინსტრუმენტად გამოიყენება.

ევროკომისიის ანგარიში - საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა სერიოზულად შერყეულია - დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული სასჯელები აჩენს ეჭვს, რომ რეპრესიების მიზნით სასამართლო ინსტრუმენტად გამოიყენება
ინტერპრესნიუსი

საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება, - ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2026 წლის გაფართოების პაკეტშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, “სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და მთლიანობა კვლავ სერიოზულად შერყეულია”.

“საანგარიშო პერიოდში უკუსვლა დაფიქსირდა. სასამართლო სისტემის საფუძვლიან და ყოვლისმომცველ რეფორმასთან დაკავშირებით ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით არანაირი რეფორმა არ განხორციელებულა. კერძოდ, საქართველოს ჯერ კიდევ არ განუხორციელებია იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს ყოვლისმომცველი რეფორმა შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და მთლიანობა კვლავ სერიოზულად შერყეულია. 2025 წლის დეკემბერში, სასამართლო სისტემის სამართლებრივ ჩარჩოში შეტანილი ცვლილებები კიდევ უფრო აზიანებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და სასამართლო სისტემის მიტაცების რისკებს ზრდის. დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოტანილი მკაცრი და არაპროპორციული სასჯელები აჩენს ეჭვს, რომ რეპრესიული სისტემის აღსრულების მიზნით სასამართლო ინსტრუმენტად გამოიყენება”, - ნათქვამია ანგარიშში.

ევროკომისია აცხადებს, რომ გასული წლის რეკომენდაციები არ შესრულებულა და კვლავ ძალაში რჩება.

“საქართველომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს. განახორციელოს სასამართლო სისტემის უფრო ფართომასშტაბიანი რეფორმა, კერძოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. „გენერალური პროკურატურის შესახებ“ კანონი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს, ვენეციის კომისიის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) რეკომენდაციების საფუძველზე”, - აღნიშნულია ანგარიშში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და მთლიანობა კვლავ სერიოზულად შერყეულია“
„საანგარიშო პერიოდში უკუსვლა დაფიქსირდა. სასამართლო სისტემის საფუძვლიან და ყოვლისმომცველ რეფორმასთან დაკავშირებით ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით არანაირი რეფორმა არ განხორციელებულა. კერძოდ, საქართველოს ჯერ კიდევ არ განუხორციელებია იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს ყოვლისმომცველი რეფორმა შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და მთლიანობა კვლავ სერიოზულად შერყეულია. 2025 წლის დეკემბერში, სასამართლო სისტემის სამართლებრივ ჩარჩოში შეტანილი ცვლილებები კიდევ უფრო აზიანებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და სასამართლო სისტემის მიტაცების რისკებს ზრდის. დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოტანილი მკაცრი და არაპროპორციული სასჯელები აჩენს ეჭვს, რომ რეპრესიული სისტემის აღსრულების მიზნით სასამართლო ინსტრუმენტად გამოიყენება“
„საქართველომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს. განახორციელოს სასამართლო სისტემის უფრო ფართომასშტაბიანი რეფორმა, კერძოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. „გენერალური პროკურატურის შესახებ“ კანონი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს, ვენეციის კომისიის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) რეკომენდაციების საფუძველზე“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დანერგეთ მოსამართლეთა შემოწმების სისტემა უცხოელი ექსპერტების გადამწყვეტი როლით - ევროკომისიის 2026 წლის ანგარიში საქართველოს შესახებწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები