პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკომისია - სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის უფლებადამცველები მუშაობენ რეპრესიულ გარემოში, ისინი მზარდი საფრთხის წინაშე დგანან! - შეშფოთებას იწვევს მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამოყენებაც

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის თანახმად, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება და უფლებადამცველები გაუარესებულ რეპრესიულ გარემოში მუშაობენ, ხოლო მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენება დემოკრატიულ პლურალიზმსა და ევროინტეგრაციის პროცესს ეწინააღმდეგება.

ევროკომისია - სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის უფლებადამცველები მუშაობენ რეპრესიულ გარემოში, ისინი მზარდი საფრთხის წინაშე დგანან! - შეშფოთებას იწვევს მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამოყენებაც
ინტერპრესნიუსი

სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებადამცველები მუშაობენ რეპრესიულ გარემოში, რომელიც უარესდება, - ამის შესახებ ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშში, საქართველოს შესახებ არის ნათქვამი.

დოკუმენტის მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოების, როგორც დემოკრატიული მაკონტროლებლის როლი კომპრომეტირებულია და ორგანიზაციები და უფლებადამცველები მზარდი საფრთხის წინაშე დგანან.

„ხშირად ცვალებადი რეპრესიული სამართლებრივი ჩარჩოსა და დაშინების პრაქტიკის კუმულაციური ეფექტი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გადარჩენას და სამოქალაქო სივრცის კიდევ უფრო შემცირებას იწვევს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, შეშფოთებას იწვევს ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამოყენება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ, მათ შორის ისეთი ბრალდებების საფუძველზე სისხლისსამართლებრივი გამოძიებების წარმოება, როგორებიცაა „საბოტაჟი“, „უცხოური ორგანიზაციებისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“, „კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება“ და „სახელმწიფო ინტერესებისთვის ზიანის მიყენება“.

„აღნიშნული ქმედებები იძულებითი ხასიათისაა და, საბოლოო ჯამში, ეწინააღმდეგება დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპებს. ისინი შეუთავსებელია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან”, - აღნიშნულია დოკუმენტში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ხშირად ცვალებადი რეპრესიული სამართლებრივი ჩარჩოსა და დაშინების პრაქტიკის კუმულაციური ეფექტი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გადარჩენას და სამოქალაქო სივრცის კიდევ უფრო შემცირებას იწვევს“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროკომისია - „უცხოური გავლენის“ შესახებ შემზღუდავი კანონმდებლობა განსხვავებული აზრის ჩახშობის საშუალებას იძლევა - პოლიტიკური ძალაუფლების კონცენტრაცია მმართველ პარტიასა და აღმასრულებელ ინსტიტუტებში გრძელდება!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები