პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფორმულას ჟურნალისტი - ნიუსრუმში ახლა 22 ადამიანი ვართ, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ადგილზე დავრჩეთ, რადგან აქ ვართ ყველაზე უსაფრთხოდ - ძლიერი კვამლია ყველა მხრიდან

ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში გაჩენილი ხანძრის გამო ტელეკომპანია „ფორმულას“ ნიუსრუმში დაკვამლიანებაა — ჟურნალისტ სოფო ვარდიაშვილის ცნობით, ოთახში 22 ადამიანია ჩარჩენილი, რომელთაც მაშველებმა ადგილზე დარჩენა ურჩიეს.

ფორმულას ჟურნალისტი - ნიუსრუმში ახლა 22 ადამიანი ვართ, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ადგილზე დავრჩეთ, რადგან აქ ვართ ყველაზე უსაფრთხოდ - ძლიერი კვამლია ყველა მხრიდან
ინტერპრესნიუსი

ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლების ინფორმაციით, ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში გაჩენილი ხანძრის გამო, ტელეკომპანიის სტუდიებსა და ნიუსრუმშიც დაკვამლიანებაა.

არხის ჟურნალისტის, სოფო ვარდიაშვილის ინფორმაციით, ნიუსრუმში ახლა 22 ჟურნალისტი იმყოფება, მათთან ავიდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადის წარმომადგენლები, რომლებმაც ადგილზე დარჩენა ურჩიეს და უთხრეს, რომ ახლა ყველაზე უსაფრთხო ადგილას არიან.

„ნიუსრუმში ახლა 22 ადამიანი ვართ. ამ ეტაპზე კარგად ვართ. ახლა სახანძრო-სამაშველოს თანამშრომლები ამოვიდნენ და გვითხრეს, რომ აქ ვართ ყველაზე უსაფრთხოდ. კარი გვაქვს დაკეტილი იმიტომ, რომ ძლიერი კვამლია ყველა მხრიდან. ლიფტი გათიშეს. ჩვენ ვცადეთ კიბით ჩასვლა, რაც იყო ძალიან საშიში, იმიტომ, რომ კვამლის გამო ხილვადობა საერთოდ არ იყო და უკან ამოვბრუნდით. ველოდებით შემდეგ ინსტრუქციას“, - განაცხადა სოფო ვარდიაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 3
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში, ხანძრის ადგილზე 15-ზე მეტი ავტოსახანძრო ტექნიკა მუშაობს
  2. TV პირველიოპოზიციურიფორმულას ჟურნალისტი: ნიუსრუმში ახლა 22 ადამიანი ვართ
  3. TV პირველიოპოზიციურიბიზნესცენტრ „დელისის“ შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია ხორციელდება
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალური„ფორმულას“ თანამშრომლები ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობიდან გამოიყვანეს
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიბიზნესცენტრ „დელისში“ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
  6. NEWS.GEნინო ნადირაძე: ფორმულამ ჩემი ცნობილი დაჭყეტილი ფოტო გამოდო და ეგრევე თვალი ეცა, აალდნენ
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ნიუსრუმში ახლა 22 ადამიანი ვართ. ამ ეტაპზე კარგად ვართ. ახლა სახანძრო-სამაშველოს თანამშრომლები ამოვიდნენ და გვითხრეს, რომ აქ ვართ ყველაზე უსაფრთხოდ. კარი გვაქვს დაკეტილი იმიტომ, რომ ძლიერი კვამლია ყველა მხრიდან. ლიფტი გათიშეს. ჩვენ ვცადეთ კიბით ჩასვლა, რაც იყო ძალიან საშიში, იმიტომ, რომ კვამლის გამო ხილვადობა საერთოდ არ იყო და უკან ამოვბრუნდით. ველოდებით შემდეგ ინსტრუქციას“
სოფო ვარდიაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულა“ მდებარეობს, ხანძარიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები