"დელისის" ბიზნეს ცენტრში ხანძარი ლოკალიზებულია - ბოლო ცნობები ადგილიდან
„დელისის“ ბიზნეს ცენტრში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, შენობიდან ხალხის ევაკუაცია სრულდება და დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია.

"დელისის" ბიზნეს ცენტრში ხანძარი ლოკალიზებულია - შენობიდან ხალხის ევაკუაცია სრულდება. მაშველებმა შიდა სივრცე უკვე დაატოვებინეს ტელეკომპანია "ფორმულას" თანამშრომლებსაც.
ბიზნეს ცენტრში, სადაც ერთი საათის წინ ძლიერი ხანძარი გაჩნდა, ტელეკომპანია "ფორმულას" გარდა არაერთი კომპანიის ოფისია განთავსებული.
ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, ხანძარი უშუალოდ შენობის მე-5 სართულზე გაჩნდა, ფორმულას ოფისი კი მე-17 სართულზე მდებარეობს.
"პირველები" ცდილობს, სხვა კომპანიებში მომუშავე ადამიანების მდგომაროება დაადგინოს. ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით,ყველას მდგომაროება არის სტაბილური.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატია“ფორმულას” შენობაში ხანძარია – დაკვამლიანების გამო პირდაპირი ეთერი შეწყდა
შენობაში ხანძრის გამო ტელეკომპანია „ფორმულამ“ მაუწყებლობა შეაჩერა
ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულა“ მდებარეობს, ხანძარია
ბიზნეს-ცენტრის შენობიდან, სადაც ხანძარი იყო, „ფორმულას“ ჟურნალისტები გამოიყვანეს
“დელისის” ბიზნეს ცენტრში ხანძარი ლოკალიზებულია – დეტალები
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…