შენობაში ხანძრის გამო ტელეკომპანია „ფორმულამ“ მაუწყებლობა შეაჩერა
შენობაში გაჩენილი ხანძრისა და დაკვამლიანების გამო ტელეკომპანია „ფორმულამ“ მაუწყებლობა შეაჩერა. ადგილზე მობილიზებულია 15-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო მანქანა, შენობაში კი კვლავ რჩებიან ტელეკომპანიის თანამშრომლები.

„საგანგებო რეჟიმია ჩვენს შენობაში, კვამლია“, - თქვა პირდაპირ ეთერში წამყვანმა ირაკლი კიკნაველიძემ, რის შემდეგაც მაუწყებლობა შეწყდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მეხანძრეები ადგილზე იმყოფებიან და ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია 15-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო მანქანა.
ამ დროისთვის შენობაში ტელეკომპანიის თანამშრომლებიც რჩებიან.
ტელეკომპანიის წამყვანის, ნინო ჟიჟილაშვილის ინფორმაციით, თანამშრომლები შენობაში შედარებით უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან, თუმცა იქაც ძლიერი დაკვამლიანებაა.
„ყველა შედარებით უსაფრთხო ადგილზეა - ნიუსრუმში, თუმცა აქაც ძლიერი დაკვამლიანებაა. მე გარეთ ვარ, შიგნიდან გვეუბნებიან, რომ ჯერ სუნთქავენ. აირწინაღებს ელოდებიან“, - ამბობს ჟიჟილაშვილი.
სხვა დეტალები, მათ შორის, სად გაჩნდა ხანძარი, ამ ეტაპზე უცნობია.
მასალა განახლდება
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაციტატები სტატიიდან
„საგანგებო რეჟიმია ჩვენს შენობაში, კვამლია“
„ყველა შედარებით უსაფრთხო ადგილზეა - ნიუსრუმში, თუმცა აქაც ძლიერი დაკვამლიანებაა. მე გარეთ ვარ, შიგნიდან გვეუბნებიან, რომ ჯერ სუნთქავენ. აირწინაღებს ელოდებიან“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…