პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში, ხანძრის ადგილზე 15-ზე მეტი ავტოსახანძრო ტექნიკა მუშაობს

ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში ხანძრის ჩასაქრობად 15-ზე მეტი ავტოსახანძრო ტექნიკაა მობილიზებული. შენობაში განთავსებული ტელეკომპანია „ფორმულას“ ნიუსრუმში მყოფ 22 ჟურნალისტს მაშველებმა ადგილზე დარჩენა ურჩიეს.

ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში, ხანძრის ადგილზე 15-ზე მეტი ავტოსახანძრო ტექნიკა მუშაობს
ინტერპრესნიუსი

ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების მიზნით, ადგილზე 15-ზე მეტი ავტოსახანძრო ტექნიკაა მობილიზებული.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა.

აღნიშნულ შენობაში ტელეკომპანია „ფორმულას“ ოფისიცაა განთავსებული, რის გამოც ტელეკომპანიის სტუდიებსა და ნიუსრუმშიც დაკვამლიანებაა. არხის ჟურნალისტის, სოფო ვარდიაშვილის ინფორმაციით, ნიუსრუმში ახლა 22 ჟურნალისტი იმყოფება, მათთან ავიდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადის წარმომადგენლები, რომლებმაც ადგილზე დარჩენა ურჩიეს და უთხრეს, რომ ახლა ყველაზე უსაფრთხო ადგილას არიან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 3
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიფორმულას ჟურნალისტი - ნიუსრუმში ახლა 22 ადამიანი ვართ, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ადგილზე დავრჩეთ, რადგან აქ ვართ ყველაზე უსაფრთხოდ - ძლიერი კვამლია ყველა მხრიდან
  2. TV პირველიოპოზიციურიფორმულას ჟურნალისტი: ნიუსრუმში ახლა 22 ადამიანი ვართ
  3. TV პირველიოპოზიციურიბიზნესცენტრ „დელისის“ შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია ხორციელდება
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალური„ფორმულას“ თანამშრომლები ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობიდან გამოიყვანეს
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიბიზნესცენტრ „დელისში“ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
  6. NEWS.GEნინო ნადირაძე: ფორმულამ ჩემი ცნობილი დაჭყეტილი ფოტო გამოდო და ეგრევე თვალი ეცა, აალდნენ
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თბილისში, ბიზნესცენტრ "დელისის" შენობაში ხანძარიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები