პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკომისიის ანგარიში – საქართველომ უნდა დაიწყოს მართლმსაჯულების ფართო რეფორმა, შექმნას კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო სისტემა, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებს გადამწყვეტი როლი ექნებათ

ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ მართლმსაჯულების ფართო რეფორმა უნდა დაიწყოს და შექმნას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო სისტემა საერთაშორისო ექსპერტების გადამწყვეტი მონაწილეობით.

ევროკომისიის ანგარიში – საქართველომ უნდა დაიწყოს მართლმსაჯულების ფართო რეფორმა, შექმნას კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო სისტემა, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებს გადამწყვეტი როლი ექნებათ
პირველი არხი

საქართველომ მართლმსაჯულების სისტემის ფართო რეფორმა უნდა დაიწყოს, – ამის შესახებ ევროკომისიის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც დღეს უნდა გამოქვეყნდეს.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, ანგარიშში ნათქვამია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად უნდა გარდაიქმნას.

„გარდა ამისა, უნდა შეიქმნას კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო სისტემა, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებს გადამწყვეტი როლი ექნებათ. შემოწმება უნდა შეეხოს როგორც კანდიდატებს, ისე მართლმსაჯულების სისტემაში ყველა მაღალ თანამდებობაზე ამჟამად დანიშნულ პირებს, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, უზენაესი სასამართლოსა და საერთო სასამართლოების თავმჯდომარეებს“, – ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც დღეს უნდა გამოქვეყნდეს.

გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში დღეს უნდა გამოქვეყნდეს, თუმცა მანამდე ვრცელდება ანგარიშის სხვადასხვა ნაწილი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ „პრეზიდენტმა შეიწყალა რამდენიმე პირი, რომლებიც საქართველოში აქციებთან დაკავშირებით უკანონოდ იყვნენ დაკავებული და დანაშაული აღიარეს, მიუხედავად ამისა, ბევრი სხვა პირი პატიმრობაში რჩება“. ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ „საქართველოს პრემიერის განცხადება, რომ მთავრობა 2028 წლამდე არ იმოქმედებს გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მიმართულებით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციით განსაზღვრულ პრიორიტეტებს“. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „ხელისუფლების გაცხადებულ სწრაფვას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ეწინააღმდეგებოდა ჩართულობა მტრულ რიტორიკაში, მანიპულაციურ ნარატივებსა და შეთქმულების თეორიებში“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოდანერგეთ მოსამართლეთა შემოწმების სისტემა უცხოელი ექსპერტების გადამწყვეტი როლით - ევროკომისიის 2026 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ
  2. POSTVსამთავრობოევროკავშირის უხეში ჩარევა საქართველოს სასამართლო სისტემაში – გაფართოების ანგარიშის მიხედვით მოთხოვნილია, რომ მოსამართლეები უცხოელების მონაწილეობით დანიშნოს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გარდა ამისა, უნდა შეიქმნას კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო სისტემა, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებს გადამწყვეტი როლი ექნებათ. შემოწმება უნდა შეეხოს როგორც კანდიდატებს, ისე მართლმსაჯულების სისტემაში ყველა მაღალ თანამდებობაზე ამჟამად დანიშნულ პირებს, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, უზენაესი სასამართლოსა და საერთო სასამართლოების თავმჯდომარეებს“
„პრეზიდენტმა შეიწყალა რამდენიმე პირი, რომლებიც საქართველოში აქციებთან დაკავშირებით უკანონოდ იყვნენ დაკავებული და დანაშაული აღიარეს, მიუხედავად ამისა, ბევრი სხვა პირი პატიმრობაში რჩება“
„საქართველოს პრემიერის განცხადება, რომ მთავრობა 2028 წლამდე არ იმოქმედებს გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მიმართულებით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციით განსაზღვრულ პრიორიტეტებს“
„ხელისუფლების გაცხადებულ სწრაფვას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ეწინააღმდეგებოდა ჩართულობა მტრულ რიტორიკაში, მანიპულაციურ ნარატივებსა და შეთქმულების თეორიებში“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საუბარია მოსამართლეების უცხოეთიდან დანიშვნაზე, ჰკითხონ ქართველ ხალხს, სურთ თუ არა ქართული მართლმსაჯულება დაკომპლექტდეს უცხოეთიდან, ეს ცალსახად მიუღებელია - ირაკლი ხელაძე ევროკომისიის ანგარიშზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები