ევროკავშირის უხეში ჩარევა საქართველოს სასამართლო სისტემაში – გაფართოების ანგარიშის მიხედვით მოთხოვნილია, რომ მოსამართლეები უცხოელების მონაწილეობით დანიშნოს
ევროკომისია გაფართოების ანგარიშში საქართველოსგან მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების, ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვას და პროცესში საერთაშორისო ექსპერტების გადამწყვეტ მონაწილეობას ითხოვს. კომისიის შეფასებით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა კვლავ სერიოზულად არის შერყეული.

ევროკომისიამ გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიში მოამზადა, რომელშიც საქართველოსგან კვლავ მოითხოვს, რომ სასამართლოებში ე.წ. ვეტინგის სისტემა დაინერგოს.
კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს საერთო სასამართლოებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი უნდა დაინერგოს.
ევროკომისიის აზრით, კეთილსინდისიერების შემოწმებაში უცხოელი ექსპერტებიც უნდა მონაწილეობდნენ.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ამ პროცესში საერთაშორისო ექსპერტები უნდა მონაწილეობდნენ და მათ გადამწყვეტი როლი უნდა ჰქონდეთ. ეს მოთხოვნა განსაკუთრებით ეხება: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს; უზენაესი სასამართლოს წევრებს; საერთო სასამართლოების თავმჯდომარეებს.
ევროკომისიის შეფასებით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და კეთილსინდისიერება კვლავ სერიოზულად არის შერყეული.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიადანერგეთ მოსამართლეთა შემოწმების სისტემა უცხოელი ექსპერტების გადამწყვეტი როლით - ევროკომისიის 2026 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ
ევროკომისიის ანგარიში – საქართველომ უნდა დაიწყოს მართლმსაჯულების ფართო რეფორმა, შექმნას კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო სისტემა, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებს გადამწყვეტი როლი ექნებათ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…