პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკომისიის ანგარიში – ხელისუფლების გაცხადებულ სწრაფვას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ეწინააღმდეგებოდა ჩართულობა მტრულ რიტორიკაში, მანიპულაციურ ნარატივებსა და შეთქმულების თეორიებში

საგარეო საქმეთა სამინისტროსაქართველოს პარლამენტი

ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, ხელისუფლების ანტიევროპული რიტორიკა და 2028 წლამდე მოლაპარაკებების შეჩერება კონსტიტუციას, სამთავრობო პროგრამასა და მოქალაქეთა მხარდაჭერას ეწინააღმდეგება.

ევროკომისიის ანგარიში – ხელისუფლების გაცხადებულ სწრაფვას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ეწინააღმდეგებოდა ჩართულობა მტრულ რიტორიკაში, მანიპულაციურ ნარატივებსა და შეთქმულების თეორიებში
პირველი არხი

პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ მთავრობა 2028 წლამდე არ იმოქმედებს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის მიმართულებით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციითა და 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამით განსაზღვრულ პრიორიტეტებს, – ამის შესახებ ევროკომისიის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც დღეს უნდა გამოქვეყნდეს.

„ხელისუფლების გაცხადებულ სწრაფვას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ფუნდამენტურად ეწინააღმდეგებოდა მათი სისტემატური ჩართულობა მტრულ, ანტიევროკავშირულ რიტორიკაში, მანიპულაციურ ნარატივებსა და შეთქმულების თეორიებში; ასევე, ევროკავშირის ღირებულებების შელახვა და ევროკავშირთან დაკავშირებული საკვანძო რეფორმების განხორციელების უგულებელყოფა.

2024 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის თაობაზე, რომ მთავრობა 2028 წლამდე არ იმოქმედებს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის მიმართულებით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციითა და 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამით განსაზღვრულ პრიორიტეტებს. ეს ასევე მკვეთრად ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების ფართო მხარდაჭერას.

ევროკავშირში ინტეგრაციის კოორდინაცია ფორმალურად კვლავ საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირში ინტეგრაციის გენერალური დირექტორატის კომპეტენციაში რჩებოდა. პარლამენტში ევროკავშირში ინტეგრაციის კომიტეტმა შეინარჩუნა ზედამხედველობის ფუნქცია. საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა“, – ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც დღეს უნდა გამოქვეყნდეს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ხელისუფლების გაცხადებულ სწრაფვას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ფუნდამენტურად ეწინააღმდეგებოდა მათი სისტემატური ჩართულობა მტრულ, ანტიევროკავშირულ რიტორიკაში, მანიპულაციურ ნარატივებსა და შეთქმულების თეორიებში; ასევე, ევროკავშირის ღირებულებების შელახვა და ევროკავშირთან დაკავშირებული საკვანძო რეფორმების განხორციელების უგულებელყოფა. 2024 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის თაობაზე, რომ მთავრობა 2028 წლამდე არ იმოქმედებს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის მიმართულებით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციითა და 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამით განსაზღვრულ პრიორიტეტებს. ეს ასევე მკვეთრად ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების ფართო მხარდაჭერას. ევროკავშირში ინტეგრაციის კოორდინაცია ფორმალურად კვლავ საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირში ინტეგრაციის გენერალური დირექტორატის კომპეტენციაში რჩებოდა. პარლამენტში ევროკავშირში ინტეგრაციის კომიტეტმა შეინარჩუნა ზედამხედველობის ფუნქცია. საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ბრიუსელი საკონსტიტუციო სასამართლოს როლში – ევროკომისია აცხადებს, რომ გადაწყვეტილება, საქართველომ 2028 წლამდე მოლაპარაკებები დღის წესრიგში ცალმხრივად აღარ დააყენოს, კონსტიტუციას ეწინააღმდეგებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები