პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს მოქალაქე თვითმფრინავში, 16 წლის გოგონაზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს – რას წერს პოლონური მედია

ბარსელონიდან პოლონეთისკენ მიმავალ თვითმფრინავში 16 წლის გოგონაზე სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქართველოს მოქალაქე თვითმფრინავში, 16 წლის გოგონაზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს – რას წერს პოლონური მედია
ალია

ბარ­სე­ლო­ნი­დან პო­ლო­ნე­თის ქა­ლაქ მოდ­ლი­ნის­კენ მი­მა­ვალ თვითმფრი­ნავ­ში ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და. პო­ლი­ცი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს 29 წლის მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვა. მას არას­რულ­წლო­ვან მგზავრზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბას ედა­ვე­ბი­ან. სა­სა­მარ­თლომ მას სამ­თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

პო­ლო­ნუ­რი გა­მო­ცე­მა RMF24-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა 30 ოქ­ტომ­ბერს, ეს­პა­ნე­თი­დან ვარ­შა­ვის, მოდ­ლი­ნის აე­რო­პორ­ტის­კენ მი­მა­ვალ თვითმფრი­ნავ­ში მოხ­და.

თვითმფრი­ნა­ვის ეკი­პაჟ­მა პო­ლი­ცი­ას შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ ერთ-ერ­თმა მგზავ­რმა გვერ­დით მჯდომ არას­რულ­წლო­ვან გო­გო­ნას სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შე­ხე­ბა და­უ­წყო. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პო­ლო­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა იყო, რო­მე­ლიც ოჯახ­თან ერ­თად მოგ­ზა­უ­რობ­და.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ფრე­ნის დროს გო­გო­ნას გვერ­დით მჯდომ­მა 29 წლის მა­მა­კაც­მა არას­რულ­წლოვ­ნის შე­ვიწ­რო­ე­ბა სცა­და. 16 წლის გო­გო­ნამ ყვი­რი­ლი და­ი­წყო, რის შემ­დე­გაც დე­დამ ბორ­ტის პერ­სო­ნალს მი­მარ­თა. ეკი­პა­ჟი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩა­ე­რია, მა­მა­კა­ცი გო­გო­ნას­გან გა­ნა­რი­და და მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ სა­ჰა­ე­რო მოძ­რა­ო­ბის კონ­ტრო­ლის სამ­სა­ხურს აც­ნო­ბა.

თვითმფრი­ნა­ვის მოდ­ლი­ნის აე­რო­პორ­ტში დაშ­ვე­ბის­თა­ნა­ვე ბორტზე სა­სა­ზღვრო დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ავიდ­ნენ და მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა. პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ფხი­ზე­ლი იყო. მა­მა­კა­ცი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს.

რო­გორც ნოვი-დვურ-მა­ზო­ვეც­კის პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა კა­ტა­ჟი­ნა ტრემ­ბინ­სკამ გა­ნა­ცხა­და, მა­მა­კაცს არას­რულ­წლოვ­ნის მო­ტყუ­ე­ბით სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბა­ზე და­ყო­ლი­ე­ბას ედა­ვე­ბი­ან. ბრალ­დე­ბის თა­ნახ­მად, მან მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის ეფექ­ტით ისარ­გებ­ლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გო­გო­ნას თან­ხმო­ბა არ ჰქონ­და.

წარ­დგე­ნი­ლი ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­კა­ვე­ბულ მა­მა­კაცს 8 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით 60 წელს გადაცილებული კაცი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები