პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პროკურატურამ მარნეულში მომხდარი ტრეფიკინგის, ძალადობის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

პროკურატურამ მარნეულში ტრეფიკინგის, ძალადობისა და სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით ერთ პირს ბრალი წარუდგინა, სასამართლომ კი მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურამ მარნეულში მომხდარი ტრეფიკინგის, ძალადობის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
რუსთავი 2

საქართველოს პროკურატურამ მარნეულში მომხდარი ტრეფიკინგის, ძალადობის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულში, ბრალდებულმა მოტყუებით გადაიბირა დაზარალებული და სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდა მას. იგი აიძულებდა დაზარალებულს სექსუალური მომსახურება გაეწია სხვა პირებისთვის, ხოლო გამომუშავებულ თანხას თავად იღებდა, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. ასევე, ბრალდებულმა დაზარალებულის მიმართ ძალადობა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება განახორციელა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2026 წლის 22 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა-ტრეფიკინგი, ადამიანის გადაბირება მოტყუებით ექსპლუატაციის მიზნით), 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა,"- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, დათესვა, მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 13 პირს ბრალდება წარუდგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები