პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პოლონეთში, თვითმფრინავში 16 წლის გოგოზე ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში, თვითმფრინავში 16 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პოლიციის ცნობით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს, მას 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პოლონეთში, თვითმფრინავში 16 წლის გოგოზე ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ფორმულა

პოლონეთში, ბარსელონადან ვარშავის მოდლინის აეროპორტისკენ მიმავალ თვითმფრინავში, არასრულწლოვან გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა სამი თვით შეუფარდა.

შემთხვევა 30 ოქტომბერს მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, ფრენის დროს მამაკაცი მის გვერდით მჯდომ 16 წლის გოგოს შეეხო. არასრულწლოვანმა ყვირილი დაიწყო, რის შემდეგაც დედამ თვითმფრინავის ეკიპაჟს შეატყობინა.

პოლონური მედიის ცნობით, დაზარალებული პოლონეთის მოქალაქეა და ოჯახთან ერთად მგზავრობდა.

თვითმფრინავის მოდლინის აეროპორტში დაშვებისთანავე ბორტზე სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები და პოლიციელები ავიდნენ და საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი ფხიზელი იყო. მას ბრალი წარუდგინეს არასრულწლოვნისთვის მოტყუებით, მოულოდნელობის ეფექტის გამოყენებითა და მისი თანხმობის გარეშე სექსუალური ხასიათის სხვა ქმედების იძულების საქმეზე. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

დანაშაული რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. ალიაოპოზიციურისაქართველოს მოქალაქე თვითმფრინავში, 16 წლის გოგონაზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს – რას წერს პოლონური მედია
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიბარსელონა-მოდლინის ავიარეისზე პოლიციამ არასრულწლოვანი მგზავრის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენისთვის საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავა
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურითვითმფრინავში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პოლონეთში ეპისკოპოსი დამნაშავედ ცნეს სექსუალური ძალადობის შეუტყობინებლობაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები