ბარსელონა-მოდლინის ავიარეისზე პოლიციამ არასრულწლოვანი მგზავრის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენისთვის საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავა
ბარსელონა-მოდლინის ავიარეისზე 16 წლის მგზავრის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებების ბრალდებით საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს. პოლონური მედიის ცნობით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს, სასამართლომ კი მას სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ბარსელონიდან მოდლინის მიმართულებით მიმავალ ავიარეისზე პოლიციამ საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავა, რომელსაც არასრულწლოვანი მგზავრის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად, - ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
ინციდენტი 30 ოქტომბერს, ბარსელონიდან ვარშავა-მოდლინის აეროპორტის მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავში მოხდა.
მედიის ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრებმა პოლიციას აცნობეს, რომ ერთ-ერთმა მგზავრმა მის გვერდით მჯდომ პირთან მიმართებაში სექსუალური ხასიათის ქმედებები განახორციელა. როგორც კი თვითმფრინავი მოდლინში დაეშვა, ბორტზე მესაზღვრეები და პოლიციელები ავიდნენ და აგრესორი გაიყვანეს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, დაზარალებული პოლონეთის არასრულწლოვანი, 16 წლის მოქალაქეა, რომელიც ოჯახთან ერთად მგზავრობდა.
დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…