პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თვითმფრინავში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოს პროკურატურა

პოლონეთში თვითმფრინავის არასრულწლოვან მგზავრზე სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თვითმფრინავში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ნეტგაზეთი

პოლონეთში 29 წლის კაცი საქართველოდან, არასრულწლოვანის მიმართ სექსუალურ დანაშაულშია ეჭვმიტანილი. საქართველოს მოქალაქეს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

პოლონეთში დააკავეს საქართველოს 29 წლის მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილია ბარსელონიდან ვარშავაში მიმავალი თვითმფრინავის არასრულწლოვანი მგზავრის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენაში.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ კაცს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

29 წლის მამაკაცს, თუ ბრალი დაუდასტურდა, 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პოლონეთის პოლიციის განცხადებით, მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს, ნოვოდვორის პოლიციამ მიიღო შეტყობინება ბარსელონიდან ვარშავა-მოდლინის აეროპორტის მიმართულებით მფრინავი თვითმფრინავის ბორტზე მომხდარი ინციდენტის შესახებ.

“ეკიპაჟის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მგზავრობისას ერთ-ერთმა მგზავრმა მის გვერდით მჯდომი პირის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა. შემდგომი მოქმედებების მსვლელობისას გაირკვა, რომ დაზარალებული პოლონეთის არასრულწლოვანი მოქალაქეა, რომელიც ოჯახთან ერთად მგზავრობდა. დამნაშავე კი საქართველოს 29 წლის მოქალაქე აღმოჩნდა. მამაკაცი დააკავეს.

შეგროვებულმა მტკიცებულებებმა შესაძლებელი გახადა ეჭვმიტანილისთვის ბრალის წაყენება, რაც გულისხმობდა არასრულწლოვანის მიმართ მოულოდნელობის ეფექტის გამოყენებით, მისი თანხმობის გარეშე, სექსუალური ქმედების იძულებას.

გასულ შაბათს, ნოვი დვურ მაზოვიეცკის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ადგილობრივი პროკურატურის შუამდგომლობა და 29 წლის მამაკაცის მიმართ გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღკვეთის აღკვეთის ღონისძიება. — წინასწარი პატიმრობა”, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.,

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. ალიაოპოზიციურისაქართველოს მოქალაქე თვითმფრინავში, 16 წლის გოგონაზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს – რას წერს პოლონური მედია
  2. ფორმულაოპოზიციურიპოლონეთში, თვითმფრინავში 16 წლის გოგოზე ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიბარსელონა-მოდლინის ავიარეისზე პოლიციამ არასრულწლოვანი მგზავრის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენისთვის საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეკიპაჟის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მგზავრობისას ერთ-ერთმა მგზავრმა მის გვერდით მჯდომი პირის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა. შემდგომი მოქმედებების მსვლელობისას გაირკვა, რომ დაზარალებული პოლონეთის არასრულწლოვანი მოქალაქეა, რომელიც ოჯახთან ერთად მგზავრობდა. დამნაშავე კი საქართველოს 29 წლის მოქალაქე აღმოჩნდა. მამაკაცი დააკავეს. შეგროვებულმა მტკიცებულებებმა შესაძლებელი გახადა ეჭვმიტანილისთვის ბრალის წაყენება, რაც გულისხმობდა არასრულწლოვანის მიმართ მოულოდნელობის ეფექტის გამოყენებით, მისი თანხმობის გარეშე, სექსუალური ქმედების იძულებას. გასულ შაბათს, ნოვი დვურ მაზოვიეცკის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ადგილობრივი პროკურატურის შუამდგომლობა და 29 წლის მამაკაცის მიმართ გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღკვეთის აღკვეთის ღონისძიება. — წინასწარი პატიმრობა“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საქართველოს მოქალაქე თვითმფრინავში, 16 წლის გოგონაზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს – რას წერს პოლონური მედიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები