CBS News: ტრამპმა აღიარა, რომ „რესპუბლიკელების“ საარჩევნო მარცხის ერთ-ერთი მიზეზი ირანთან ომი იყო
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი ირანთან ომი გახდა, თუმცა დასძინა, რომ ამ ნაბიჯს არ ნანობს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკური“ პარტიის დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი ირანთან ომი გახდა. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.
Fox News-თან სატელეფონო ინტერვიუში ტრამპმა არჩევნების შედეგებზე საუბრისას განაცხადა, რომ „ამის ერთ-ერთი მიზეზი ირანი იყო“, თუმცა, მისივე თქმით, „ამავდროულად, ხალხს ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რაც მე გავაკეთე“.
The Wall Street Journal-თან ცალკე ინტერვიუში პრეზიდენტმა იგივე პოზიცია გაიმეორა და დასძინა, რომ თეირანთან ომის დაწყებას არ ნანობს.
„ამაზე არ ვფიქრობ. სწორად მოვიქეცი. ამას კვლავ გავაკეთებდი“, - განუცხადა მან გამოცემას.
ცნობისთვის, 3 ნოემბერს აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნები გაიმართა. წინასწარი შედეგების თანახმად, ტრამპის „რესპუბლიკური“ პარტია უმრავლესობას კარგავს, როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში. ტრამპის პარტია გუბერნატორების არჩევნებსაც აგებს.
ციტატები სტატიიდან
„ამის ერთ-ერთი მიზეზი ირანი იყო“
„ამავდროულად, ხალხს ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რაც მე გავაკეთე“
„ამაზე არ ვფიქრობ. სწორად მოვიქეცი. ამას კვლავ გავაკეთებდი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…