ტრამპი დემოკრატებს ულოცავს და ამბობს, რომ მათ „კარგად იმუშავეს“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შუალედურ არჩევნებში დემოკრატებს გამარჯვება მიულოცა, აღნიშნა, რომ შედეგებით ცოტა გაკვირვებულია, თუმცა მათთან კონგრესში თანამშრომლობას გეგმავს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შუალედური არჩევნების შედეგებზე კომენტირებისას დემოკრატებს გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ მათ „კარგად იმუშავეს“.
ტრამპი ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ წამყვან ბრეტ ბაიერთან სატელეფონო ჩართვისას შედეგებით გაკვირვებას არ მალავდა.
„ჰაერში რაღაც განწყობა იგრძნობოდა. ცოტა გაკვირვებული ვარ“, - განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, კონგრესში დემოკრატებთან თანამშრომლობის არაერთი საკითხი არსებობს. ამასთან, პრეზიდენტმა გამორიცხა, რომ არჩევნების შედეგების გამო მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები შეიტანოს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაციტატები სტატიიდან
„კარგად იმუშავეს“
„ჰაერში რაღაც განწყობა იგრძნობოდა. ცოტა გაკვირვებული ვარ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…