ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

კახა კალაძე საფრანგეთში მიმდინარე აქციებზე: მოგისმენიათ, რომ ევროპარლამენტის რომელიმე წარმომადგენელს ან მაღალი თანამდებობის პირს დაეგმო, რაც ხდება საფრანგეთში?

თბილისის მერი კახა კალაძე ევროპელ პოლიტიკოსებს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საფრანგეთსა და ბრიუსელში მიმდინარე მოვლენები მათ არ დაუგმიათ, მაშინ როცა საქართველოში ძალადობრივ ჯგუფებს მშვიდობიან აქციას უწოდებდნენ.

კახა კალაძე საფრანგეთში მიმდინარე აქციებზე: მოგისმენიათ, რომ ევროპარლამენტის რომელიმე წარმომადგენელს ან მაღალი თანამდებობის პირს დაეგმო, რაც ხდება საფრანგეთში?
კახა კალაძე საფრანგეთში მიმდინარე აქციებზე: მოგისმენიათ, რომ ევროპარლამენტის რომელიმე წარმომადგენელს ან მაღალი თანამდებობის პირს დაეგმო, რაც ხდება საფრანგეთში?იმედინიუსი

მოგისმენიათ, რომ ევროპარლამენტის რომელიმე წარმომადგენელს ან მაღალი თანამდებობის პირს დაეგმო, რაც ხდება საფრანგეთში? საქართველოში კი ძალადობრივ ჯგუფებს უწოდებდნენ მშვიდობიან აქციას. ეს არის ორმაგი სტანდარტი, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას საფრანგეთში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით ევროპელი პოლიტიკოსების დამოკიდებულებაზე.

„ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. მოგისმენიათ, რომ ევროპარლამენტის რომელიმე წარმომადგენელს ან მაღალი თანამდებობის პირს დაეგმო ის ყველაფერი, რაც ხდება საფრანგეთში, ბრიუსელში? არ ყოფილა არც ერთი განცხადება. საქართველოსთან დაკავშირებით კი, იმ ძალადობრივ ჯგუფებს უწოდებდნენ მშვიდობიან აქციას.

ეს არის სხვაობა და ამას ხალხი ხომ ხედავს? მერე უკვირთ, რატომ აქვს საზოგადოების უმრავლესობას ნეგატიური დამოკიდებულება ამ ვითომ ევროპელ პოლიტიკოსებზე, რომელთაც საკუთარი აზრი არ გააჩნიათ, რასაც დაავალებენ, რასაც ეტყვის „დიფ სთეითი“, იმას აკეთებენ და იმ განცხადებებით შემოიფარგლებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?