ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთისთვის საქართველოს წარმატება მნიშვნელოვანია, მათ შორის იმ კუთხითაც, როგორ აღიქვამენ ჩვენი მოქალაქეები სომხეთის ევროპულ პოლიტიკას, ევროპულ პერსპექტივებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი ყველა შესაძლო საშუალებით დაუჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რადგან მისი წარმატება უმნიშვნელოვანესია სომხეთის ევროპული პერსპექტივებისთვისაც.

ჩვენ ყველა შესაძლო საშუალებით დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპული მისწრაფებების განხორციელებაში, მით უმეტეს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიუსელში, „ევრონიუსის“ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე განაცხადა.
ფაშინიანმა უპასუხა შეკითხვას: „თქვენ მონაწილეობთ Enlightenment Summit-ში სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, რომელთა ქვეყნებიც უკვე ადგანან ევროკავშირში გაწევრიანების გზას — ზოგი მრავალი წელია, ზოგი კი, შედარებით მცირე ხანია. ამ სამიტის დასრულებისას, სომხეთის მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ერთი კონკრეტული ვალდებულების აღება რომ შეგეძლოთ, რა იქნებოდა ეს?“.
ნიკოლ ფაშინიანის განმარტებით, სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონის მიღებისას სომხეთის შთაგონების წყარო იყო საქართველოს მტკიცე მისწრაფება, გამხდარიყო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.
„გულწრფელად რომ გითხრათ, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, მიგვეღო კანონი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ, ჩვენთვის შთაგონების წყარო იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და საქართველოს მტკიცე მისწრაფება, გამხდარიყო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამიტომ, სომხეთისთვის საქართველოს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის იმ თვალსაზრისითაც, როგორ აღიქვამენ ჩვენი მოქალაქეები სომხეთის ევროპულ პოლიტიკასა და ევროპულ პერსპექტივებს“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიანიკოლ ფაშინიანი: ჩვენთვის შთაგონების წყარო იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ და თავად საქართველოს მკაფიო მისწრაფება, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი
ფაშინიანი: სომხეთისთვის საქართველოს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა შესაძლო საშუალებით დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპული მისწრაფებების განხორციელებაში
ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენ ყველა შესაძლო საშუალებით დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპული მისწრაფებების განხორციელებაში - როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, მიგვეღო კანონი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ, ჩვენთვის შთაგონების წყარო იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და საქართველოს მტკიცე მისწრაფება, გამხდარიყო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი
ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ ყველა შესაძლებლობით მხარს დავუჭერთ საქართველოს, რომ თავისი ევროპული მისწრაფებები განახორციელოს - სომხეთისთვის საქართველოს წარმატებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს
ნიკოლ ფაშინიანი: “ჩვენ ყველა შესაძლო საშუალებით დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპული მისწრაფებების განხორციელებაში. როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, მიგვეღო კანონი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ, ჩვენთვის შთაგონების წყარო იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და საქართველოს მტკიცე მისწრაფება, გამხდარიყო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი”
ციტატები სტატიიდან
„თქვენ მონაწილეობთ Enlightenment Summit-ში სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, რომელთა ქვეყნებიც უკვე ადგანან ევროკავშირში გაწევრიანების გზას — ზოგი მრავალი წელია, ზოგი კი, შედარებით მცირე ხანია. ამ სამიტის დასრულებისას, სომხეთის მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ერთი კონკრეტული ვალდებულების აღება რომ შეგეძლოთ, რა იქნებოდა ეს?“
„გულწრფელად რომ გითხრათ, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, მიგვეღო კანონი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ, ჩვენთვის შთაგონების წყარო იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და საქართველოს მტკიცე მისწრაფება, გამხდარიყო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამიტომ, სომხეთისთვის საქართველოს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის იმ თვალსაზრისითაც, როგორ აღიქვამენ ჩვენი მოქალაქეები სომხეთის ევროპულ პოლიტიკასა და ევროპულ პერსპექტივებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…