პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფაშინიანი: სომხეთისთვის საქართველოს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა შესაძლო საშუალებით დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპული მისწრაფებების განხორციელებაში

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი ყველა შესაძლო საშუალებით დაუჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. მისი თქმით, სომხეთის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებისას შთაგონების წყარო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება იყო.

ფაშინიანი: სომხეთისთვის საქართველოს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა შესაძლო საშუალებით დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპული მისწრაფებების განხორციელებაში
რუსთავი 2

ევროკავშირის გაფართოების სამიტის წამყვანის კითხვაზე: "სომხეთის მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ერთი კონკრეტული ვალდებულების აღება რომ შეგეძლოთ?" - ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა, რომ სომხეთი ყველა შესაძლო საშუალებით, ევროპული მისწრაფებების განხორციელებაში მხარს საქართველოს დაუჭერდა:

ფაშინიანის თქმით, სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, შთაგონების წყარო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკავშირის გადაწყვეტილება იყო:

"ეს იქნებოდა შემდეგი: ჩვენ ყველა შესაძლო საშუალებით დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპული მისწრაფებების განხორციელებაში, მით უმეტეს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა.

გულწრფელად რომ გითხრათ, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, მიგვეღო კანონი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ, ჩვენთვის შთაგონების წყარო იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და საქართველოს მტკიცე მისწრაფება, გამხდარიყო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.

ამიტომ, სომხეთისთვის საქართველოს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, იმის თვალსაზრისითაც, თუ როგორ აღიქვამენ ჩვენი მოქალაქეები სომხეთის ევროპულ პოლიტიკასა და ევროპულ პერსპექტივებს.

წამყვანი: გულწრფელად რომ გითხრათ, უკეთეს შესავალს ვერც ვინატრებდი. მოგვიანებით ამ საკითხზე საქართველოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციასაც მოვისმენთ," - განაცხადა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის გაფართოების სამიტში, რომელიც Euronews-ის ორგანიზებით იმართება, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობს.

სამიტი პოლიტიკურ ლიდერებს, ექსპერტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებს. განიხილავენ, რას შეიძლება ნიშნავდეს ევროკავშირის გაფართოების შემდგომი ეტაპი, როგორც თავად ევროკავშირისთვის, ისე გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის, როგორ შეიძლება შეცვალოს გაფართოებამ ევროპის უსაფრთხოება და დემოკრატია.

სამიტზე ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 4ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობონიკოლ ფაშინიანი: ჩვენთვის შთაგონების წყარო იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ და თავად საქართველოს მკაფიო მისწრაფება, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი
  2. იმედინიუსისამთავრობონიკოლ ფაშინიანი: ჩვენ ყველა შესაძლო საშუალებით დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპული მისწრაფებების განხორციელებაში - როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, მიგვეღო კანონი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ, ჩვენთვის შთაგონების წყარო იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და საქართველოს მტკიცე მისწრაფება, გამხდარიყო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი
  3. პირველი არხისამთავრობონიკოლ ფაშინიანი – სომხეთისთვის საქართველოს წარმატება მნიშვნელოვანია, მათ შორის იმ კუთხითაც, როგორ აღიქვამენ ჩვენი მოქალაქეები სომხეთის ევროპულ პოლიტიკას, ევროპულ პერსპექტივებს
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურინიკოლ ფაშინიანი - ჩვენ ყველა შესაძლებლობით მხარს დავუჭერთ საქართველოს, რომ თავისი ევროპული მისწრაფებები განახორციელოს - სომხეთისთვის საქართველოს წარმატებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს
  5. POSTVსამთავრობონიკოლ ფაშინიანი: “ჩვენ ყველა შესაძლო საშუალებით დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპული მისწრაფებების განხორციელებაში. როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, მიგვეღო კანონი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ, ჩვენთვის შთაგონების წყარო იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და საქართველოს მტკიცე მისწრაფება, გამხდარიყო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი”
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სომხეთის მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ერთი კონკრეტული ვალდებულების აღება რომ შეგეძლოთ?“
„ეს იქნებოდა შემდეგი: ჩვენ ყველა შესაძლო საშუალებით დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპული მისწრაფებების განხორციელებაში, მით უმეტეს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. გულწრფელად რომ გითხრათ, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, მიგვეღო კანონი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ, ჩვენთვის შთაგონების წყარო იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და საქართველოს მტკიცე მისწრაფება, გამხდარიყო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამიტომ, სომხეთისთვის საქართველოს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, იმის თვალსაზრისითაც, თუ როგორ აღიქვამენ ჩვენი მოქალაქეები სომხეთის ევროპულ პოლიტიკასა და ევროპულ პერსპექტივებს. წამყვანი: გულწრფელად რომ გითხრათ, უკეთეს შესავალს ვერც ვინატრებდი. მოგვიანებით ამ საკითხზე საქართველოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციასაც მოვისმენთ,“
ნიკოლ ფაშინიანი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დღეს ჩვენ სამხრეთ კავკასიიდან ორ სტუმარს ვმასპინძლობთ - საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს. ამ ქვეყნებთან დიალოგზე უარის თქმა გამოსავალი არ არის, არც ჩვენი ერთიანობისთვის და არც ჩვენი ინტერესებისთვის - Euronews-ის დირექტორიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები