პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკოლ ფაშინიანი – რუკას თუ შევხედავთ, სამხრეთ კავკასია აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ხიდია და ეს ჩვენი მნიშვნელოვანი უპირატესობაა

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სამხრეთ კავკასია აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ხიდია, რაც კონფლიქტებისა და უთანხმოებების არარსებობის პირობებში საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს უზარმაზარ სარგებელს მოუტანს.

ნიკოლ ფაშინიანი – რუკას თუ შევხედავთ, სამხრეთ კავკასია აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ხიდია და ეს ჩვენი მნიშვნელოვანი უპირატესობაა
პირველი არხი

სამხრეთ კავკასია როდესაც სხვადასხვა კონფლიქტით და უთანხმოებით გამიჯნული არ არის, უზარმაზარი სარგებელი მოაქვს სამივე ქვეყნისთვის,საქართველოსთვის, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროპული პოლიტიკა სომხეთისთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია.

„საქართველომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსი როცა მიიღო, ეს სომხეთის რესპუბლიკისთვის ძალიან შთამაგონებელი ფაქტი იყო. ცხადია, საქართველოს ევროპული პოლიტიკა სომხეთის რესპუბლიკისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია. ამიტომ ჩვენს მოძმე საქართველოს ვუსურვებთ ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს ევროპულ გზაზე. ჩვენ ერთად უფრო საინტერესო პარტნიორები ვიქნებით გარე სამყაროსთვის. ნებისმიერი სახის პროექტიდან გაცილებით მეტ სარგებელს მივიღებთ, თუ ერთად ვიმოქმედებთ.

ახლა რუკაზე სამხრეთ კავკასიას თუ შევხედავთ, აშკარაა, რომ ეს რეგიონი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი ხიდია. ეს ჩვენი მნიშვნელოვანი უპირატესობაა. როდესაც სხვადასხვა კონფლიქტით, წინააღმდეგობებითა და უთანხმოებებით ერთმანეთისგან გამიჯნული არ ვართ, ეს ხიდი სათანადოდ ფუნქციონირებს და უზარმაზარი სარგებელი მოაქვს ჩვენი სამივე ქვეყნისთვის — საქართველოსთვის, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის.

ავიღოთ ცენტრალური აზია, მისთვის სარგებელი უზარმაზარი იქნება. ასევე შევხედოთ ევროკავშირს და სხვა მიმართულებებს, ეს ყველაფერი აშკარაა. იცით, უბრალოდ რუკას უნდა შევხედოთ და ყველაფერი ნათელი გახდება“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობონიკოლ ფაშინიანი: სამხრეთი კავკასია აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ხიდია და ეს ჩვენი მნიშვნელოვანი უპირატესობაა, ერთად უფრო საინტერესო პარტნიორები ვიქნებით გარე სამყაროსთვის
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსი როცა მიიღო, ეს სომხეთის რესპუბლიკისთვის ძალიან შთამაგონებელი ფაქტი იყო. ცხადია, საქართველოს ევროპული პოლიტიკა სომხეთის რესპუბლიკისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია. ამიტომ ჩვენს მოძმე საქართველოს ვუსურვებთ ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს ევროპულ გზაზე. ჩვენ ერთად უფრო საინტერესო პარტნიორები ვიქნებით გარე სამყაროსთვის. ნებისმიერი სახის პროექტიდან გაცილებით მეტ სარგებელს მივიღებთ, თუ ერთად ვიმოქმედებთ. ახლა რუკაზე სამხრეთ კავკასიას თუ შევხედავთ, აშკარაა, რომ ეს რეგიონი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი ხიდია. ეს ჩვენი მნიშვნელოვანი უპირატესობაა. როდესაც სხვადასხვა კონფლიქტით, წინააღმდეგობებითა და უთანხმოებებით ერთმანეთისგან გამიჯნული არ ვართ, ეს ხიდი სათანადოდ ფუნქციონირებს და უზარმაზარი სარგებელი მოაქვს ჩვენი სამივე ქვეყნისთვის — საქართველოსთვის, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის. ავიღოთ ცენტრალური აზია, მისთვის სარგებელი უზარმაზარი იქნება. ასევე შევხედოთ ევროკავშირს და სხვა მიმართულებებს, ეს ყველაფერი აშკარაა. იცით, უბრალოდ რუკას უნდა შევხედოთ და ყველაფერი ნათელი გახდება“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ ყველა შესაძლებლობით მხარს დავუჭერთ საქართველოს, რომ თავისი ევროპული მისწრაფებები განახორციელოს - სომხეთისთვის საქართველოს წარმატებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები