პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფაშინიანი არ გამორიცხავს, სომხეთმა EU-ში გაწევრიანების განაცხადი 2027-28 წლებში შეიტანოს

სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, არ გამორიცხავს, ერევანმა EU-ში გაწევრიანების განაცხადი მომდევნო ან 2028 წელს შეიტანოს, 2029 წლისთვის კი უვიზო რეჟიმს მიაღწიოს. მისი თქმით, სომხეთი ერთდროულად ევროკავშირისა და ევრაზიული კავშირის წევრი ვერ იქნება და არჩევანის გაკეთება მოუწევს.

ფაშინიანი არ გამორიცხავს, სომხეთმა EU-ში გაწევრიანების განაცხადი 2027-28 წლებში შეიტანოს
ნეტგაზეთი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არ გამორიცხავს, ერევანმა ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი მომავალ ან 2028 წელს შეიტანოს.

„როცა დემოკრატიული ქვეყანა ხარ, დემოკრატიულ კლუბში ყოფნა გინდა. გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესაძლებლობას განვიხილავთ ევროპელ პარტნიორებთან და ქვეყნის შიგნითაც. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გადავდგათ არამარტო ტექნიკური ნაბიჯი, დავაჭიროთ აპლიკაციის გაგზავნის ღილაკს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელ ამ პროცესს თან ახლდეს პოლიტიკური დიალოგი ამ საკითხზე. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს დრო დადგება და არც ისე შორს“, — განაცხადა ფაშინიანმა ბრიუსელში, „ევრონიუსის“ ორგანიზებულ გაფართოების სამიტზე განაცხადა.

მას გაწევრიანების განაცხადის შეტანის კონკრეტულ წელზეც ჰკითხეს.

„[წელს] არ ვიცი რამდენად რეალისტურია, მაგრამ მომდევნო წელი შეიძლება იყოს რეალისტური, 2028 წელიც შეიძლება იყოს რეალისტური. მაგრამ ახლა ჩვენ ფოკუსირებული ვართ ვიზალიბერალიზაციის დიალოგზე და ჩვენი მიზანია, გვქონდეს უვიზო მიმოსვლა 2029 წელს. ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენს ურთიერთობებში. ახლა ჩვენ დავიწყეთ პროცესი, რომელიც მიგვიყვანს საბოლოო გადაწყვეტილებაზე, შეიტანოთ განაცხადი სრულფასოვან წევრობაზე“, — განაცხადა ფაშინიანმა.

ფაშინიანის თქმით, მნიშვნელოვანია, ევროპულმა პოლიტიკამ სომხეთი რეგიონულს არ მოწყვიტოს. ფაშინიანის თქმით, სომხეთის ევროპული პოლიტიკისთვის სარგებელია, რომ მისი 4 მეზობლიდან ორი ევროკავშირის წევრობის კანდიდატია: საქართველო და თურქეთი.

„იმედი მაქვს, ჩვენ ვიქნებით მესამე. მაგრამ ჩვენი მიზანი რა თქმა უნდა კანდიდატობა არაა, სრული წევრობაა“, — განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, იცის, რომ შეუძლებელია სომხეთი ერთდროულად იყოს ევროკავშირის და ევრაზიული კავშირის წევრი და მომავალში არჩევანის გაკეთება მოუწევს და გადაწყვეტილება სომხეთის მოქალაქეების მისაღებია.

ფაშინიანმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს როლზე მეზობელი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში.

„ჩვენ ყველა შესაძლო საშუალებით დავუჭერთ მხარს საქართველოს, რათა მან თავისი ევროპული მისწრაფება განახორციელოს, რამდენადაც საქართველო კანდიდატი ქვეყანაა. სიმართლე რომ გითხრათ, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებაზე, ჩვენ შთაგონებული ვიყავით ევროკავშირის გადაწყვეტილებითა და საქართველოს მტკიცე ნებით, გახდეს ევროპის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა. ჩვენთვის, სომხეთისთვის, საქართველოს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია — მათ შორის, ჩვენი მოქალაქეების მიერ ჩვენი ევროპული პოლიტიკისა და ევროპული პერსპექტივების აღქმის თვალსაზრისითაც“, — დასძინა ფაშინიანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიჩვენი ევროპული პოლიტიკისთვის საქართველოს და თურქეთის კანდიდატობა მონაპოვარია – ფაშინიანი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როცა დემოკრატიული ქვეყანა ხარ, დემოკრატიულ კლუბში ყოფნა გინდა. გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესაძლებლობას განვიხილავთ ევროპელ პარტნიორებთან და ქვეყნის შიგნითაც. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გადავდგათ არამარტო ტექნიკური ნაბიჯი, დავაჭიროთ აპლიკაციის გაგზავნის ღილაკს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელ ამ პროცესს თან ახლდეს პოლიტიკური დიალოგი ამ საკითხზე. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს დრო დადგება და არც ისე შორს“
„[წელს] არ ვიცი რამდენად რეალისტურია, მაგრამ მომდევნო წელი შეიძლება იყოს რეალისტური, 2028 წელიც შეიძლება იყოს რეალისტური. მაგრამ ახლა ჩვენ ფოკუსირებული ვართ ვიზალიბერალიზაციის დიალოგზე და ჩვენი მიზანია, გვქონდეს უვიზო მიმოსვლა 2029 წელს. ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენს ურთიერთობებში. ახლა ჩვენ დავიწყეთ პროცესი, რომელიც მიგვიყვანს საბოლოო გადაწყვეტილებაზე, შეიტანოთ განაცხადი სრულფასოვან წევრობაზე“
„იმედი მაქვს, ჩვენ ვიქნებით მესამე. მაგრამ ჩვენი მიზანი რა თქმა უნდა კანდიდატობა არაა, სრული წევრობაა“
„ჩვენ ყველა შესაძლო საშუალებით დავუჭერთ მხარს საქართველოს, რათა მან თავისი ევროპული მისწრაფება განახორციელოს, რამდენადაც საქართველო კანდიდატი ქვეყანაა. სიმართლე რომ გითხრათ, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებაზე, ჩვენ შთაგონებული ვიყავით ევროკავშირის გადაწყვეტილებითა და საქართველოს მტკიცე ნებით, გახდეს ევროპის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა. ჩვენთვის, სომხეთისთვის, საქართველოს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია — მათ შორის, ჩვენი მოქალაქეების მიერ ჩვენი ევროპული პოლიტიკისა და ევროპული პერსპექტივების აღქმის თვალსაზრისითაც“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენ ყველა შესაძლო საშუალებით დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპული მისწრაფებების განხორციელებაში - როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, მიგვეღო კანონი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ, ჩვენთვის შთაგონების წყარო იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და საქართველოს მტკიცე მისწრაფება, გამხდარიყო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები