ნიკოლ ფაშინიანი: “ჩვენ ყველა შესაძლო საშუალებით დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპული მისწრაფებების განხორციელებაში. როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, მიგვეღო კანონი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ, ჩვენთვის შთაგონების წყარო იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და საქართველოს მტკიცე მისწრაფება, გამხდარიყო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი”
სომხეთი ყველა შესაძლო საშუალებით დაუჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. მისი თქმით, სომხეთის ევროინტეგრაციის პროცესის დაწყებისთვის შთაგონება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო.

“ჩვენ ყველა შესაძლო საშუალებით დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპული მისწრაფებების განხორციელებაში, მით უმეტეს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა”, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე.
მას დისკუსიების მოდერატორმა შემდეგი კითხვით მიმართა: „თქვენ მონაწილეობთ Enlargement Summit-ში სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, რომელთა ქვეყნებიც უკვე ადგანან ევროკავშირში გაწევრიანების გზას — ზოგი მრავალი წელია, ზოგი კი შედარებით მცირე ხანია. ამ სამიტის დასრულებისას, სომხეთის მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ერთი კონკრეტული ვალდებულების აღება რომ შეგეძლოთ, რა იქნებოდა ეს?“
„გულწრფელად რომ გითხრათ, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, მიგვეღო კანონი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ, ჩვენთვის შთაგონების წყარო იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და საქართველოს მტკიცე მისწრაფება, გამხდარიყო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამიტომ, სომხეთისთვის საქართველოს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, იმ თვალსაზრისითაც, თუ როგორ აღიქვამენ ჩვენი მოქალაქეები სომხეთის ევროპულ პოლიტიკასა და ევროპულ პერსპექტივებს”, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
მოდერატორმა კი დასძინა, რომ მოგვიანებით ამ საკითხზე საქართველოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციასაც მოისმენენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიანიკოლ ფაშინიანი: ჩვენთვის შთაგონების წყარო იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ და თავად საქართველოს მკაფიო მისწრაფება, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი
ფაშინიანი: სომხეთისთვის საქართველოს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა შესაძლო საშუალებით დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპული მისწრაფებების განხორციელებაში
ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენ ყველა შესაძლო საშუალებით დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპული მისწრაფებების განხორციელებაში - როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, მიგვეღო კანონი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ, ჩვენთვის შთაგონების წყარო იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და საქართველოს მტკიცე მისწრაფება, გამხდარიყო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი
ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთისთვის საქართველოს წარმატება მნიშვნელოვანია, მათ შორის იმ კუთხითაც, როგორ აღიქვამენ ჩვენი მოქალაქეები სომხეთის ევროპულ პოლიტიკას, ევროპულ პერსპექტივებს
ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ ყველა შესაძლებლობით მხარს დავუჭერთ საქართველოს, რომ თავისი ევროპული მისწრაფებები განახორციელოს - სომხეთისთვის საქართველოს წარმატებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ ყველა შესაძლო საშუალებით დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპული მისწრაფებების განხორციელებაში, მით უმეტეს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…