ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ ყველა შესაძლებლობით მხარს დავუჭერთ საქართველოს, რომ თავისი ევროპული მისწრაფებები განახორციელოს - სომხეთისთვის საქართველოს წარმატებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი ყველა შესაძლებლობით დაუჭერს მხარს საქართველოს ევროპული მისწრაფებების განხორციელებას და იმედოვნებს, რომ სომხეთი რეგიონში ევროკავშირის მესამე კანდიდატი ქვეყანა გახდება.

ჩვენ ყველა შესაძლებლობით მხარს დავუჭერთ საქართველოს, რომ თავისი ევროპული მისწრაფებები განახორციელოს - სომხეთისთვის საქართველოს წარმატებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს , - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე განაცხადა.
„რამდენადაც საქართველო კანდიდატი ქვეყანაა და გულწრფელად, რომ ვთქვა, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონის მიღებისას, ჩვენ სწორედ ევროკავშირის გადაწყვეტილებამ და საქართველოს მისწრაფებამ შთაგვაგონა, რომ სრულუფლებიანი წევრი გახდეს. ჩვენთვის, სომხეთისთვის, საქართველოს წარმატებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ჩვენი ევროპული პოლიტიკისა და ჩვენი ევროპული პროცესის აღქმისთვის“, - განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, სომხეთის მიზანი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის და შემდგომ სრულუფლებიანი წევრობის მოპოვებაა.
„ჩვენი ოთხი მეზობლიდან ორი, საქართველო და თურქეთი, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები არიან. ეს ჩვენი ევროპული პოლიტიკისთვის სასარგებლოა. ვიმედოვნებ, რომ ჩვენს რეგიონში სომხეთი მესამე კანდიდატი ქვეყანა გახდება“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიანიკოლ ფაშინიანი: ჩვენთვის შთაგონების წყარო იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ და თავად საქართველოს მკაფიო მისწრაფება, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი
ფაშინიანი: სომხეთისთვის საქართველოს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა შესაძლო საშუალებით დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპული მისწრაფებების განხორციელებაში
ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენ ყველა შესაძლო საშუალებით დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპული მისწრაფებების განხორციელებაში - როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, მიგვეღო კანონი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ, ჩვენთვის შთაგონების წყარო იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და საქართველოს მტკიცე მისწრაფება, გამხდარიყო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი
ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთისთვის საქართველოს წარმატება მნიშვნელოვანია, მათ შორის იმ კუთხითაც, როგორ აღიქვამენ ჩვენი მოქალაქეები სომხეთის ევროპულ პოლიტიკას, ევროპულ პერსპექტივებს
ნიკოლ ფაშინიანი: “ჩვენ ყველა შესაძლო საშუალებით დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპული მისწრაფებების განხორციელებაში. როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, მიგვეღო კანონი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ, ჩვენთვის შთაგონების წყარო იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და საქართველოს მტკიცე მისწრაფება, გამხდარიყო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი”
ციტატები სტატიიდან
„რამდენადაც საქართველო კანდიდატი ქვეყანაა და გულწრფელად, რომ ვთქვა, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონის მიღებისას, ჩვენ სწორედ ევროკავშირის გადაწყვეტილებამ და საქართველოს მისწრაფებამ შთაგვაგონა, რომ სრულუფლებიანი წევრი გახდეს. ჩვენთვის, სომხეთისთვის, საქართველოს წარმატებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ჩვენი ევროპული პოლიტიკისა და ჩვენი ევროპული პროცესის აღქმისთვის“
„ჩვენი ოთხი მეზობლიდან ორი, საქართველო და თურქეთი, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები არიან. ეს ჩვენი ევროპული პოლიტიკისთვის სასარგებლოა. ვიმედოვნებ, რომ ჩვენს რეგიონში სომხეთი მესამე კანდიდატი ქვეყანა გახდება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…