პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გურამ მაჭარაშვილი: “ის, რაც ევრობიუროკრატიის მხრიდან საქართველოს მიმართ ხდება, ორმაგი სტანდარტიც კი არ არის – ეს შეურაცხყოფაა. წამყვანი ქვეყნების ლიდერები გვეუბნებიან, რომ მათ ქვეყნებში ძალადობა მიუღებელია, ჩვენთან კი – მისაღები”

ხალხის ძალა

დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ევრობიუროკრატიის მხრიდან საქართველოს მიმართ შეურაცხმყოფელი ორმაგი სტანდარტი მოქმედებს, რადგან წამყვანი ქვეყნების ლიდერები საკუთარ ქვეყნებში ძალადობას მიუღებლად, საქართველოში კი მისაღებად მიიჩნევენ.

გურამ მაჭარაშვილი: “ის, რაც ევრობიუროკრატიის მხრიდან საქართველოს მიმართ ხდება, ორმაგი სტანდარტიც კი არ არის – ეს შეურაცხყოფაა. წამყვანი ქვეყნების ლიდერები გვეუბნებიან, რომ მათ ქვეყნებში ძალადობა მიუღებელია, ჩვენთან კი – მისაღები”
POSTV

„ის, რაც ევრობიუროკრატიის მხრიდან საქართველოს მიმართ ხდება, ორმაგი სტანდარტიც კი არ არის – ეს შეურაცხყოფაა. ეს მაგალითი შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც სამაგიდო წიგნი სტუდენტებისა და მომავალი თაობებისთვის, იმის საჩვენებლად, თუ როგორ არ უნდა მოიქცე არა მხოლოდ მაშინ, როცა ხელისუფლებაში ან ოპოზიციაში ხარ, არამედ საერთოდ, ნებისმიერ სფეროში”, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში.

“ევრობიუროკრატია, საფრანგეთის პრეზიდენტი, ევროკავშირის წარმომადგენლები და ევროკავშირის ელჩი საქართველოში პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ საქართველოს მთავრობა იმსახურებს სანქციებს, რომ დემოკრატია არცერთ ქვეყანაში არ შეიძლება შეიზღუდოს და ეს „მშვიდობიანი აქციები“ და აზრის თავისუფლად გამოთქმის შესაძლებლობა ყველა ქვეყანაში უნდა იყოს და ა.შ.

ახლა კი, იგივე პირები (ანუ მაკრონი) საფრანგეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ ამბობენ, რომ თურმე, საფრანგეთში ძალადობა მიუღებელია; მერცი ამბობს, რომ გერმანიაში ძალადობა მიუღებელია. უკაცრავად, საქართველოში რატომ არის მისაღები ძალადობა?!

ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა ევროკავშირის წევრობა; გვსურს ის პრინციპები და ღირებულებები, რომლებიც ოდითგანვე იყო ევროკავშირში, მაგრამ წამყვანი ქვეყნები გვეუბნებიან, რომ მათთან ძალადობა მიუღებელია, ჩვენთან კი – მისაღები.

ვფიქრობ, რომ საქართველოს მიმართ, ზოგადად, ბიუროკრატიის მიდგომები არ შეიცვლება. ეს ხალხი თავის თავს არ ეკუთვნის. როდესაც ვსაუბრობთ „დიფ სთეითზე“, იგივე „გლობალური ომის პარტიაზე“, ვგულისხმობთ იმ ე.წ. ელიტას, რომელიც მართავს ევროკომისიასა და ევრობიუროკრატიას. ეს არის ის ხალხი, რომელიც დღეს ევროპის წამყვანი ქვეყნების ხელისუფლებაშია და „დიფ სთეითს“ ემორჩილება.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა: „მოლოტოვის კოქტეილს“ ვინც ესვრის პოლიციელს, ჩვენ მას მკვლელობის მცდელობისთვის დავაკავებთო. თქვენ წარმოგიდგენიათ, საქართველოში შინაგან საქმეთა მინისტრს იგივე განცხადება რომ გაეკეთებინა? აქ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა ევროკავშირის ელჩმა არა მხოლოდ დააფინანსა, არამედ წააქეზა კიდეც და თქვა, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა გამოხატვის თავისუფლებაა.

სამწუხაროდ, საქართველოს მეორეხარისხოვან ქვეყანად აღიქვამდნენ. ჩვენ სწორ პოზიციაზე დავდექით და ხასიათი გამოვავლინეთ, ვაჩვენეთ, რომ უსამართლობას ვერ ავიტანთ. ამის შემდეგ მოუწიათ, ეღიარებინათ ჩვენი პოზიციონირება. მოუწიათ ეკონომიკური ფაქტორის გათვალისწინებაც, რადგან „შუა დერეფანი“ სულერთი არ არის ევროკავშირისთვის, გნებავთ, ევრობიუროკრატიისთვის. თუმცა, ყოველივე ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მიმართ ევრობიუროკრატია პოზიციებს შეცვლის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოგურამ მაჭარაშვილი: ის, რაც ევრობიუროკრატიის მხრიდან საქართველოს მიმართ ხდება, ორმაგი სტანდარტიც კი არ არის - ეს შეურაცხყოფაა. წამყვანი ქვეყნების ლიდერები გვეუბნებიან, რომ მათ ქვეყნებში ძალადობა მიუღებელია, ჩვენთან კი - მისაღები
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
გურამ მაჭარაშვილი – საქართველოში უცხოური თანხები იხარჯებოდა რადიკალურ აქციებში, საერთაშორისო მედიამ და გამოძიებამ ახლა თავადვე აღმოაჩინეს, ევროპის ქვეყნებშიც თურმე აფინანსებენ პიროტექნიკის შეძენასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები