ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გურამ მაჭარაშვილი: როდესაც შენ საქართველოს საზოგადოებას დაანახვებ, რომ ვითომ ევროპული ღირებულებაა ომი და ომი ჯობია მშვიდობას, ოჯახს ჯობია ლგბტ პროპაგანდა და თურმე ესაა ევროპული ღირებულება, რა თქმა უნდა, ამით თელავ, პირველ რიგში, ევროპულ ღირებულებას

ხალხის ძალა

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევროკომისიას საქართველოში აქციებისთვის პიროტექნიკის შეძენის დაფინანსებაში, ორმაგ სტანდარტებსა და „დიფ სთეითის“ ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.

გურამ მაჭარაშვილი: როდესაც შენ საქართველოს საზოგადოებას დაანახვებ, რომ ვითომ ევროპული ღირებულებაა ომი და ომი ჯობია მშვიდობას, ოჯახს ჯობია ლგბტ პროპაგანდა და თურმე ესაა ევროპული ღირებულება, რა თქმა უნდა, ამით თელავ, პირველ რიგში, ევროპულ ღირებულებას
გურამ მაჭარაშვილი: როდესაც შენ საქართველოს საზოგადოებას დაანახვებ, რომ ვითომ ევროპული ღირებულებაა ომი და ომი ჯობია მშვიდობას, ოჯახს ჯობია ლგბტ პროპაგანდა და თურმე ესაა ევროპული ღირებულება, რა თქმა უნდა, ამით თელავ, პირველ რიგში, ევროპულ ღირებულებასიმედინიუსი

როდესაც შენ საქართველოს საზოგადოებას დაანახვებ, რომ ვითომ ევროპული ღირებულებაა ომი და ომი ჯობია მშვიდობას, ოჯახს ჯობია ლგბტ პროპაგანდა და თურმე ესაა ევროპული ღირებულება, რა თქმა უნდა, ამით თელავ, პირველ რიგში, ევროპულ ღირებულებას, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „EURO ანატომია“ საფრანგეთის ქალაქებში მიმდინარე პროცესების შეფასებისას.

იგი ევროკომისიის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც დაგმო ალბანეთში სამთავრობო შენობებზე აქციის მონაწილეთა მხრიდან თავდასხმა და მოძალადეების დასჯა მოითხოვა. მაჭარაშვილმა განმარტა, თუ რატომ ვერ მოისმინა საქართველოსთან დაკავშირებით საზოგადოებამ მსგავსი განცხადებები.

„ევროკომისიისგან მსგავს განცხადებებს ვერ მოვისმენდით, რადგან ეს ყველაფერი მათი ინიციირებული იყო. ანუ ევროკომისია, ევრობიუროკრატია იყო, ვინც აფინანსებდა საქართველოში პიროტექნიკის შეძენას და შესაბამისად, „თავის შვილს ხომ არ მოჭრიდნენ თავს“. რაც შეეხება საფრანგეთსა და დანარჩენ ქვეყნებს, ხელისუფლებები მათ ხელშია. აბა, საქართველოში ყოფილიყო სააკაშვილის რეჟიმი, მაშინ იტყოდნენ, რომ საქართველოში უნდა დაისაჯოს აქციის ყველა წარმომადგენელი“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, ევრობიუროკრატია უკვე საჯაროდ და ღიად ამბობს, რომ იგი მთლიანად იღებს ხელში ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებებს.

„ვინც არ დაემორჩილება, ამ შემთხვევაში კანდიდატი ქვეყანა საქართველო, მის წინააღმდეგ გამოიყენებს უსამართლო გადაწყვეტილებებს. გაამართლებს საფრანგეთში აქციის მონაწილისთვის თავ-პირის დანგრევას და საქართველოში ასევე გაამართლებს პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, ევროპელი ჩინოსნები ევროპულ ინტერესებს აღარ წარმოადგენენ.

„ევროპელი ჩინოსნები თავიდან ბოლომდე ასრულებენ იმ გლობალური ომის პარტიის, იმავე „დიფ სთეითის“ ინტერესებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, მათ შორის ევროპაშიც იყოს კრიზისები და შემდგომ ამ კრიზისებით მართონ ევროპა. აქ ევროპის ინტერესებიც არ დევს. როდესაც შენ საქართველოს საზოგადოებას დაანახებ, რომ ვითომ ევროპული ღირებულებაა ომი და ომი ჯობია მშვიდობას, ოჯახს ჯობია ლგბტ პროპაგანდა და თურმე ესაა ევროპული ღირებულება, რა თქმა უნდა, ამით თელავ, პირველ რიგში, ევროპულ ღირებულებას და შემდეგ უკვე დეზინფორმაციას ავრცელებ საქართველოში“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე განმარტებით, ევრობიუროკრატები ევროპელი საზოგადოების ინტერესებს არ ემსახურებიან და ეს ორმაგი სტანდარტები ადამიანებმა დაინახეს არამარტო საქართველოში, არამედ ევროპაშიც, რის გამოც ევროპის ქვეყნებში ხდება ის ცნობილი მოვლენები.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ევროკომისიისგან მსგავს განცხადებებს ვერ მოვისმენდით, რადგან ეს ყველაფერი მათი ინიციირებული იყო. ანუ ევროკომისია, ევრობიუროკრატია იყო, ვინც აფინანსებდა საქართველოში პიროტექნიკის შეძენას და შესაბამისად, „თავის შვილს ხომ არ მოჭრიდნენ თავს“. რაც შეეხება საფრანგეთსა და დანარჩენ ქვეყნებს, ხელისუფლებები მათ ხელშია. აბა, საქართველოში ყოფილიყო სააკაშვილის რეჟიმი, მაშინ იტყოდნენ, რომ საქართველოში უნდა დაისაჯოს აქციის ყველა წარმომადგენელი“
„ვინც არ დაემორჩილება, ამ შემთხვევაში კანდიდატი ქვეყანა საქართველო, მის წინააღმდეგ გამოიყენებს უსამართლო გადაწყვეტილებებს. გაამართლებს საფრანგეთში აქციის მონაწილისთვის თავ-პირის დანგრევას და საქართველოში ასევე გაამართლებს პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას“
„ევროპელი ჩინოსნები თავიდან ბოლომდე ასრულებენ იმ გლობალური ომის პარტიის, იმავე „დიფ სთეითის“ ინტერესებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, მათ შორის ევროპაშიც იყოს კრიზისები და შემდგომ ამ კრიზისებით მართონ ევროპა. აქ ევროპის ინტერესებიც არ დევს. როდესაც შენ საქართველოს საზოგადოებას დაანახებ, რომ ვითომ ევროპული ღირებულებაა ომი და ომი ჯობია მშვიდობას, ოჯახს ჯობია ლგბტ პროპაგანდა და თურმე ესაა ევროპული ღირებულება, რა თქმა უნდა, ამით თელავ, პირველ რიგში, ევროპულ ღირებულებას და შემდეგ უკვე დეზინფორმაციას ავრცელებ საქართველოში“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატიის მიზანია, რომ ჩინეთი ან აზიის ქვეყნები საქართველოს ეროვნულ ხელისუფლებასთან კი არ მივიდნენ სასაუბროდ - საქართველოზე რამ გაიაროს და როგორ წავიდეს ევროპაში, არამედ მივიდნენ ევრობიუროკრატიასთან, რათა მათ გადაწყვიტონ, საქართველოში რა გაივლის და რა არა. ეს არის მიზანიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები