სასამართლომ გიორგი ბარამიძე პატიმრობაში დატოვა
სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე პატიმრობაში დატოვა. პროკურატურა მას ბრალს საბოტაჟის მუხლით ედავება, რის საბაბადაც საგამოძიებო ორგანო გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ აფხაზეთის ომზე გაკეთებულ განცხადებას ასახელებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერი, გია ბარამიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან გელოვანმა მიიღო.
ცნობისთვის, გია ბარამიძე საკუთარ სახლში 11 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე დააკავეს. პროკურატურამ ენმ-ს ლიდერს ბრალი საბოტაჟის მუხლით წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს.
ბარამიძის დაკავების საბაბად საგამოძიებო ორგანო ივლისში იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებას ასახელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…