ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ევროპის სახალხო პარტია“ გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს

„ევროპის სახალხო პარტია“ გიორგი ბარამიძის პოლიტიკურად მოტივირებული დაკავების გამო შეშფოთებას გამოხატავს და მის გათავისუფლებას ითხოვს. ყოფილი თავდაცვის მინისტრი პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით დააკავა, ხოლო სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა.

„ევროპის სახალხო პარტია“ გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს
„ევროპის სახალხო პარტია“ გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვსრადიო თავისუფლება

„EPP ღრმა შეშფოთებას გამოხატავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის პოლიტიკურად მოტივირებული დაკავების გამო, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ევროპული მისწრაფებების აქტიური დამცველია“, - წერია განცხადებაში.

ყოფილი თავდაცვის მინისტრი, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, გიორგი ბარამიძე პროკურატურის თანამშრომლებმა 11 სექტემბერს დააკავეს საცხოვრებელ ბინაში. მას ბრალი წაუყენეს „სამშობლოს ღალატისა” და “საბოტაჟის” ბრალდებებით - სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლების შესაბამისად.

„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება, იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით“, - განაცხადეს 7 აგვისტოს პროკურატურაში.

პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას „ნაციონალურ მოძრაობაში“ „ცილისმწამებლური და აბსურდული საქმე“ უწოდეს.

მათი შეფასებით, „ეს შეთითხნილი საქმე კიდევ ერთი დასტურია ამ რეჟიმის რუსული ბუნების“.

მოგვიანებით ბარამიძემ რამდენიმე განმარტება გააკეთა, მათ შორის თქვა: „არ მითქვამს, რომ ჩვენ აგვყავდა ტყვეები და მერე იმათ ვხვრეტდით“.

ბარამიძისთვის წაყენებული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის“ მუხლი „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს დააბრუნა).

დაკავების მეორე დღეს, 12 სექტემბერს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, პატიმრობის შეფარდება პოლიტიკური დაკვეთა და უკანონო გადაწყვეტილებაა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„EPP ღრმა შეშფოთებას გამოხატავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის პოლიტიკურად მოტივირებული დაკავების გამო, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ევროპული მისწრაფებების აქტიური დამცველია“
„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება, იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით“
„ცილისმწამებლური და აბსურდული საქმე“
„არ მითქვამს, რომ ჩვენ აგვყავდა ტყვეები და მერე იმათ ვხვრეტდით“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროპის სახალხო პარტია – მოვუწოდებთ ევროკავშირს, გააძლიეროს მიზნობრივი სანქციები და სხვა შემზღუდველი ზომები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში პოლიტიკურ რეპრესიებზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები