პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ოპოზიცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

კოალიცია ცვლილებისთვისსაკონსტიტუციო სასამართლო

ოპოზიციური პარტიების ლიდერები დიპლომატებს შეხვდნენ. ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პარტიების აკრძალვით არჩევნები გაუქმდება და ევროკავშირთან დაახლოების შანსი განულდება, ხოლო ზურა ჯაფარიძის თქმით, რეჟიმის უკან დახევა მხოლოდ ქუჩაში ბევრი გაბრაზებული ადამიანის მობილიზებითაა შესაძლებელი.

ოპოზიცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა
ფორმულა

ოპოზიციურ ალიანსში შემავალმა პარტიებმა და პარტია "ჯერ საქართველომ" საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა-კონფერენცია გამართეს.

შეხვედრის თემა ოპოზიციური პარტიების აკრძალვა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით, ხელისუფლების შეცვლის პერსპექტივა იყო.

"დღევანდელი შეხვედრის მთავარი დანიშნულება იყო ის, რომ ინფორმაცია მოკლედ, მთავარი აქცენტების მეშვეობით მიგვეწოდებინა დიპლომატიური კორპუსისთვის, თუ რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში. როგორ ვუყურებთ ჩვენ მიმდინარე პროცესს და ჩვენი აზრით რას გამოიწვევს პარტიების აკრძალვა. ეს პოზიციები გავცვალეთ.

არჩევნების გაუქმებაა, როდესაც ყველა მეინსტრიმული ოპოზიციური პარტია უქმდება. შეგახსენებთ, მხოლოდ ისინი კი არ უქმდებიან, ვისზეც ახლა სარჩელია შეტანილი, ის პარტიები, რომლებიც კოალიციაში იყვნენ, ჩათვალეთ, რომ ყველანი უქმდებიან. ლიდერები ინდივიდუალურად აიკრძალებიან, სხვა თუ არაფერი.

რანაირად შეიძლება ამ ვითარებაში საერთოდ რამეს ეწოდოს არჩევნები, ეს გამორიცხულია. საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც ეს სრულიად გასაგებია და ნულოვანი შანსია იმისი, რომ რაც გაუქმების შემდეგ მოხდება, ოდესმე რაიმე ფორმატში არჩევნები დაერქვას. ჩვენ მოვითხოვთ მინიმალურად სამართლიან არჩევნებს მაინც, გამოქვეყნებული გვაქვს ექვსი მოთხოვნა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პროცესი, რომელსაც არჩევნები კი არ ჰქვია, არამედ შინაარსობრივად არის არჩევნები.

შანსი, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს და უფრო მეტიც, ძალიან არ დაშორდეს მას, ამ გადაწყვეტილების შემდეგ იქნება ნულოვანი. სარჩელის პირობებშიც კი ძალიან გამწვავდა დამოკიდებულება, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ევროკავშირთან დაახლოების შანსი იქნება ნულოვანი", - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ.

"არ არსებობს ოპოზიციური ერთობა, არსებობს ალიანსი, სადაც არის ახლა ყველაზე მეტი პოლიტიკური ჯგუფი გაერთიანებული. პლუს, ალიანსი თანამშრომლობს როგორც სამოქალაქო ჯგუფებთან, ისე სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან. მაგალითად, დღესაც აქ ნახეთ, რომ იყვნენ „ჯერ საქართველოს“ წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან ალიანსის წევრები, მაგრამ რაღაც ტიპის საკითხები არის, სადაც შეგვიძლია ერთად რაღაცები ვაკეთოთ. ჩვენ ვცდილობთ, რომ გავიზარდოთ და უფრო დიდი კონსოლიდაცია მოხდეს ძალების, იმიტომ, რომ გვესმის, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვიღაცები ამას ასე არ უყურებენ და ეს მათ უნდა ჰკითხოთ, ვინც სხვანაირად ხედავენ ამ რეალობას...

მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც რეჟიმი ან ჩამოიშლება ან იძულებული იქნება უკან დაიხიოს და მაგის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ბევრი გაბრაზებული ადამიანის მობილიზებით ქუჩებში, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს.

როგორ წარმოგიდგენიათ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, როდესაც პარტიები არიან აკრძალულნი და ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში რამე გაუპროტესტებია, რამეზე ხმა ამოუღია, აკრძალული აქვს პოლიტიკური საქმიანობა", - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურინიკა გვარამია - დიპლომატიურ კორპუსს მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში, როგორ ვუყურებთ მიმდინარე პროცესს და რას გამოიწვევს პარტიების აკრძალვა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღევანდელი შეხვედრის მთავარი დანიშნულება იყო ის, რომ ინფორმაცია მოკლედ, მთავარი აქცენტების მეშვეობით მიგვეწოდებინა დიპლომატიური კორპუსისთვის, თუ რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში. როგორ ვუყურებთ ჩვენ მიმდინარე პროცესს და ჩვენი აზრით რას გამოიწვევს პარტიების აკრძალვა. ეს პოზიციები გავცვალეთ. არჩევნების გაუქმებაა, როდესაც ყველა მეინსტრიმული ოპოზიციური პარტია უქმდება. შეგახსენებთ, მხოლოდ ისინი კი არ უქმდებიან, ვისზეც ახლა სარჩელია შეტანილი, ის პარტიები, რომლებიც კოალიციაში იყვნენ, ჩათვალეთ, რომ ყველანი უქმდებიან. ლიდერები ინდივიდუალურად აიკრძალებიან, სხვა თუ არაფერი. რანაირად შეიძლება ამ ვითარებაში საერთოდ რამეს ეწოდოს არჩევნები, ეს გამორიცხულია. საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც ეს სრულიად გასაგებია და ნულოვანი შანსია იმისი, რომ რაც გაუქმების შემდეგ მოხდება, ოდესმე რაიმე ფორმატში არჩევნები დაერქვას. ჩვენ მოვითხოვთ მინიმალურად სამართლიან არჩევნებს მაინც, გამოქვეყნებული გვაქვს ექვსი მოთხოვნა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პროცესი, რომელსაც არჩევნები კი არ ჰქვია, არამედ შინაარსობრივად არის არჩევნები. შანსი, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს და უფრო მეტიც, ძალიან არ დაშორდეს მას, ამ გადაწყვეტილების შემდეგ იქნება ნულოვანი. სარჩელის პირობებშიც კი ძალიან გამწვავდა დამოკიდებულება, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ევროკავშირთან დაახლოების შანსი იქნება ნულოვანი“
ნიკა გვარამია
„არ არსებობს ოპოზიციური ერთობა, არსებობს ალიანსი, სადაც არის ახლა ყველაზე მეტი პოლიტიკური ჯგუფი გაერთიანებული. პლუს, ალიანსი თანამშრომლობს როგორც სამოქალაქო ჯგუფებთან, ისე სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან. მაგალითად, დღესაც აქ ნახეთ, რომ იყვნენ „ჯერ საქართველოს“ წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან ალიანსის წევრები, მაგრამ რაღაც ტიპის საკითხები არის, სადაც შეგვიძლია ერთად რაღაცები ვაკეთოთ. ჩვენ ვცდილობთ, რომ გავიზარდოთ და უფრო დიდი კონსოლიდაცია მოხდეს ძალების, იმიტომ, რომ გვესმის, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვიღაცები ამას ასე არ უყურებენ და ეს მათ უნდა ჰკითხოთ, ვინც სხვანაირად ხედავენ ამ რეალობას... მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც რეჟიმი ან ჩამოიშლება ან იძულებული იქნება უკან დაიხიოს და მაგის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ბევრი გაბრაზებული ადამიანის მობილიზებით ქუჩებში, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. როგორ წარმოგიდგენიათ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, როდესაც პარტიები არიან აკრძალულნი და ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში რამე გაუპროტესტებია, რამეზე ხმა ამოუღია, აკრძალული აქვს პოლიტიკური საქმიანობა“
ზურა ჯაფარიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკა გვარამია – გადაწყვეტილებით, რასაც ითხოვს „ქართული ოცნება“, გაუქმდება ბადრი ჯაფარიძე, რომან გოცირიძე, გუბაზ სანიკიძე, დავით ბერძენიშვილი, აკაკი ბობოხიძე, ზვიად ძიძიგური, როგორც პოლიტიკოსიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები