პოლიტიკური კრიზისი და პარტიების აკრძალვის საკითხი - ოპოზიცია აკრედიტებულ დიპლომატებს ხვდება
ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს შეხვდნენ, სადაც ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე, პასუხისმგებლობის „ქართულ ოცნებაზე“ დაკისრებასა და პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხზე ისაუბრეს.
ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს ხვდებიან. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა საათზე მეტია მიმდინარეობს. პოლიტიკოსები ევროკავშირის წარმომადგენლებს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასა და კრიზისზე ესაუბრებიან, რომელზეც პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებენ.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემაა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხიც. ოპოზიციის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორებასა და მოქალაქეებისთვის პოლიტიკური არჩევანის შეზღუდვას ცდილობს.
წარმოუდგენელია პოლიტიკური პროცესი ნორმალური, გამართული არცევანის გარეშე, არა სახელით არჩევნებით, არამედ არსით არჩევნებით. სწორედ ამაზე ვიმსჯელეთ დღეს, რომ უჩვენოდ ქართული პოლიტიკური სპექტრი მომხრეა ცივილური პოლიტიკის წარმოების. როდესაც ვსაუბრობთ იმ ანომალიაზე, რაც უკვე პოლიტიკისგან ძალიან შორს არის, მათ შორის ის, რაც ხდება ბათუმში, ის პერფორმანსი, რა თქმა უნდა, დღეს ერთ-ერთი განხილვის საკითხია, - ამბობს "ჯერ საქართველოს" ლიდერი, ვიქტორ ყიფიანი.
დიდი ინტერესია, ბუნებრივია, დიპლომატიური კორპუსის მხრიდან, როგორ აპირებენ პარტიები, იმ შემთხვევაში თუკი იქნება საკონსტიტუციოს მხრიდან ეს გადაწყვეტილება სისრულეში მოყვანილი და "ქართული ოცნების" პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორ აპირებენ გაგრძელებას, როგორია ჩვენი ურთიერთობები ერთმანეთთან და პარტნიორებთანაც, რა მოლოდინები გვაქვს, მთელი ციკლი იქნება ახლა ნოემბერში გაფართოებასთან დაკავსირებით ევროინტეგრაციის საკითხებში შეხვედრების ბრიუსელში, - ამბობს "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგი წერეთელი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…