ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რაზე ესაუბრა ოპოზიცია აკრედიტირებულ ელჩებს - კომენტარები

ლელოქართული ოცნებაფედერალისტებინაციონალური მოძრაობა

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვის წინ ოპოზიციის ლიდერები დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩებს შეხვდნენ. ოპოზიციონერების განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის საფრთხეები და ქვეყნისთვის მოსალოდნელი მძიმე ზიანი.

რაზე ესაუბრა ოპოზიცია აკრედიტირებულ ელჩებს - კომენტარები
რაზე ესაუბრა ოპოზიცია აკრედიტირებულ ელჩებს - კომენტარებიTV პირველი

რაზე ესაუბრა ოპოზიცია აკრედიტირებულ ელჩებს - დიდი ბრიტანეთის საელჩოში შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, ამბობს, რომ შეხვედრის მთავარი თემა იმ შესაძლო მძიმე შედეგების თავიდან აცილება იყო, რომლებიც, მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესს შეიძლება მოჰყვეს. ჯაფარიძის თქმით, აუცილებელია ქვეყნისა და საზოგადოების დაცვა შესაძლო გამოუსწორებელი ზიანისგან.

თემა რაც არის მთავარი, არის ის, რომ როგორ ავაცილოთ ჩვენს სახელმწიფოს ის შესაძლო გამოუსწორებელი ზიანი, რასაც უქადდის მას "ქართული ოცნების" მიერ წამოწყებული ავანტიურა. ჩვენი ამოცანაა, ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ხალხი, ყველამ ერთად დავიცვათ იმ შესაძლო უმძიმესი ზიანისგან, რომელიც შეიძლება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს მიადგეს "ქართული ოცნების" მიერ წამოწყებული ავანტიურის შედეგად, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

„ფედერალისტების“ ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში მიმდინარე პროცესებით ინტერესდებიან. მისი შეფასებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზანი მოქალაქეებისთვის პოლიტიკური არჩევანის შეზღუდვა და „ქართული ოცნების“ მიერ ძალაუფლების შენარჩუნებაა.

თავისუფალი სამყაროს წარმომადგენლებს აინტერესებთ, რა ხდება ქვეყნის შიგნით, როცა ივანიშვილის რეჟიმი საჯაროდ აცხადებს, რომ მოქმედებს თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ და კრძალავს პოლიტიკურ არჩევანს მოქალაქეებისთვის. ოღონდ, ჩვენთვის რაც მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ჩემი აზრით, არის არა ის, რომელიღაც პარტიას რა მოუვა, არამედ ის, რისთვის აკეთებს ამას ივანიშვილის რეჟიმი. მათი არჩევანის შეზღუდვას და ასეთ უნდობლობას ყველას მიმართ რატომ ავლენს? იმიტომ, რომ მას უნდა, რომ გააგრძელოს საქართველოს მომავლის უსაფრთხოების, საქართველოს ყველა მოქალაქის შვილების ხარჯზე გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნება საქართელოს მტრების ინტერესების სასარგებლოდ. ეს არის არჩევანის და უპრეცედენტო უნდობლობის ამბავი საქართველოს მოქალაქეების მიმართ იმ რეჟიმისა, იმ კაცის და იმის პოლიტიკური არარაოაბების გარემოცვის, რომელიც ყოველდღე საქართველოს მოქალაქეების მომავლის ხარჯზე მდიდრდებიან, - ამბობს გიგა ბოკერია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, საქმე მხოლოდ პოლიტიკური პარტიების აკრძალვას არ ეხება. მისი შეფასებით, მიმდინარე სასამართლო პროცესი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხსაც უკავშირდება, რის შესახებაც ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან საუბრობს.

კრემლის მთავარი ზრახვა რაც იყო, რომ ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არსებულიყო ჩვენება სასამართლოს, თუნდაც მიტაცებულის მიერ, ეს ხდება. არა მხოლოდ პარტიების აკრძალვაზეა საქმე, ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა და ამ პრობლემებთან დაკავშირებით ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ბუნებრივ მოკავშირეებთან, - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდნენ. შეხვედრას სამი ქვეყნის - დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის ელჩები დაესწრნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დიდი ბრიტანეთის საელჩოში შეხვედრა გამართესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები