ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

დავით სონღულაშვილი იტალიის აგროსასურსათო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იტალიის აგროსასურსათო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც საქართველო-იტალიის ბიზნესთანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმის შექმნის ინიციატივა განიხილეს.

დავით სონღულაშვილი იტალიის აგროსასურსათო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
დავით სონღულაშვილი იტალიის აგროსასურსათო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდარუსთავი 2

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იტალიის სოფლის მეურნეობისა და აგროსასურსათო სექტორის წარმომადგენლებს, "Coldiretti" და "Filiera Italia" ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის აგროსასურსათო მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის სექტორის მოდერნიზაციაზე, წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ღირებულებათა ჯაჭვების განვითარებასა და კერძო სექტორებს შორის პირდაპირი ბიზნესკავშირების გაძლიერებაზე.

"საქართველო იტალიასა და იტალიურ აგრობიზნესს მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა იტალიის გამოცდილება მწარმოებლების, გადამმუშავებლებისა და ბაზრების დაკავშირების მიმართულებით. გვინდა, გავაძლიეროთ თანამშრომლობა გადამუშავების, ტექნოლოგიების, ინვესტიციებისა და მაღალი დამატებული ღირებულების პროდუქციის შექმნის მიმართულებით და ხელი შევუწყოთ პირდაპირი ბიზნესკავშირების დამყარებას ქართულ და იტალიურ კომპანიებს შორის", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მხარეებმა იმსჯელეს საქართველო-იტალიის აგროსასურსათო ბიზნესთანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმის შექმნის ინიციატივაზე, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრას, პოტენციური პარტნიორი კომპანიების გამოვლენასა და კონკრეტული ბიზნესპროექტების განხორციელების ხელშეწყობას. ასევე განიხილეს ბიზნესინფორმაციის გაცვლისა და იტალიური კომპანიების საქართველოში ვიზიტის ორგანიზების საკითხები, რაც ხელს შეუწყობს კომპანიებს შორის კავშირების გაღრმავებასა და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, საქართველოს ელჩი იტალიის რესპუბლიკაში თამუნა ლილუაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი. იტალიური მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ლუიჯი სკორდამალია - Filiera Italia-ს გენერალური დირექტორი და Coldiretti-ს საერთაშორისო ბაზრების, ინტერნაციონალიზაციისა და ევროკავშირის პოლიტიკის დირექტორი, სტეფანო მაზინი - Coldiretti-ს გარემოს დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, ფრანჩესკა ალფანო - Coldiretti-ს ინტერნაციონალიზაციისა და სურსათის პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელი და კარმელო ტროკოლი - მსოფლიო ფერმერთა კოალიციის დირექტორი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველო იტალიასა და იტალიურ აგრობიზნესს მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა იტალიის გამოცდილება მწარმოებლების, გადამმუშავებლებისა და ბაზრების დაკავშირების მიმართულებით. გვინდა, გავაძლიეროთ თანამშრომლობა გადამუშავების, ტექნოლოგიების, ინვესტიციებისა და მაღალი დამატებული ღირებულების პროდუქციის შექმნის მიმართულებით და ხელი შევუწყოთ პირდაპირი ბიზნესკავშირების დამყარებას ქართულ და იტალიურ კომპანიებს შორის“
დავით სონღულაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?