პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აფხაზეთიდან დევნილი VII–XII კლასის მოსწავლეებისთვის ლიტერატურულ კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ დევნილი VII–XII კლასის მოსწავლეებისთვის ლიტერატურული კონკურსი „აფხაზეთი“ გამოაცხადა, რომლის პირველადგილოსანი საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება.

აფხაზეთიდან დევნილი VII–XII კლასის მოსწავლეებისთვის ლიტერატურულ კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო
რუსთავი 2

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთიდან დევნილი VII–XII კლასის მოსწავლეებისთვის ლიტერატურულ კონკურსი „აფხაზეთი“ გამოაცხადა. ინიციატივის მიზანია აფხაზეთის თემაზე ახალი პროზაული ნაწარმოებების შექმნის ხელშეწყობა, ორიგინალური აზროვნებითა და მხატვრული თვითგამოხატვის უნარით გამორჩეული ახალგაზრდების გამოვლენა და მათი წახალისება.

კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება და აფხაზეთის თემაზე პროზაული ნაწარმოებების (მოთხრობის, ნოველის ან მინიატურის) შექმნას ითვალისწინებს. კონკურსის გამარჯვებული პირველადგილოსანი საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება. მეორე და მესამე ადგილის მფლობელ კონკურსანტებს სპეციალური საჩუქრები გადაეცემათ.

დაინტერესებულ მოსწავლეებს კონკურსზე რეგისტრაცია შეუძლიად ელექტრონულად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე; შევსებული სარეგისტრაციო ფორმის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected].

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 ნოემბერი. მონაწილეობის პირობები, საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი და კონკურსის დეტალური აღწერა ხელმისაწვდომია სამინისტროს ვებგვერდზე.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის №11 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები