პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში 15 წარმატებული სტუდენტი სახელობითი სტიპენდიებით დააჯილდოვეს - ცერემონიას ნინო სურგულაძე დაესწრო

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში 15 წარმატებული სტუდენტი სახელობითი სტიპენდიებით დააჯილდოვეს. ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელობა და მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე ესწრებოდნენ.

სახელობითი სტიპენდიების გადაცემის ცერემონია გაიმართა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში. უწყების ხელმძღვანელებმა მსოფლიოში ცნობილ მეცო-სოპრანო, ნინო სურგულაძესთან ერთად 15 წარმატებული სტუდენტი დააჯილდოვეს.

სახელოვნებო მიმართულების სტიპენდია 9 სტუდენტს დაენიშნა, 3 ახალგაზრდა დიმიტრი ემუხვარისა და ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიატი გახდა, ხოლო 3 დევნილ პირველკურსელს სტიპენდია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული საუკეთესო შედეგებისთვის ერგო.

"გამოვავლინეთ 15 წარმატებული ახალგაზრდა დევნილი, რომლებმაც გაიარეს ჩვენი პროგრამები, დაიმსახურეს დამსახურებული სტიპენდია, არიან წარმატებულები. მე მიხარია, რომ დღეს ასეთი ლამაზი ღონისძიება გამოვიდა. მათ ვუსურვებ წარმატებას, რადგან მათი წარმატება არის ქვეყნის წარმატება და აფხაზეთის მთავრობა, რა თქმა უნდა, სამომავლოდ გააგრძელებს მათ მხარდაჭერას", - აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოგიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობის სახელობითი სტიპენდიების მფლობელები დააჯილდოვა
  2. რუსთავი 2სამთავრობოგიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობის სახელობითი სტიპენდიების მფლობელები დააჯილდოვა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობის სახელობითი სტიპენდიების მფლობელები დააჯილდოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები