გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის №11 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია აფხაზეთის №11 საჯარო სკოლას ეწვივნენ, სადაც მოსწავლეებს და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და პირველკლასელებს საჩუქრები გადასცეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის №11 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ გიორგი ძაძამიასთან ერთად, მოსწავლეებს სიტყვით მიმართა, წარმატებული სასწავლო წელი უსურვა და პირველკლასელებს საჩუქრები გადასცა.
„დღეს ჩვენ სასწავლო წლის დაწყებას ვზეიმობთ. ვეწვიეთ აფხაზეთის მე-11 სკოლას, სადაც პირველკლასელებს მივულოცეთ სწავლის დაწყება. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ჩვენი მოსწავლეები, ჩვენი ახალგაზრდობა, მომავალი თაობა, რადგან ეს ის ბავშვები არიან ვინც უნდა შექმნას საქართველოს ძლიერი მომავალი. მათ უნდა გააერთიანონ საქართველო და ჩვენ მშვიდობიანად უნდა ვიცხოვროთ ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად. მე მინდა მივულოცო, წარმატებები ვუსურვო მათ, რათა ასახელონ საკუთარი ქვეყანა და მშობლიური კუთხე, აფხაზეთი“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
დღესვე, ახალი სასწავლო წლის დაწყება, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიულოცეს.
ციტატები სტატიიდან
„დღეს ჩვენ სასწავლო წლის დაწყებას ვზეიმობთ. ვეწვიეთ აფხაზეთის მე-11 სკოლას, სადაც პირველკლასელებს მივულოცეთ სწავლის დაწყება. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ჩვენი მოსწავლეები, ჩვენი ახალგაზრდობა, მომავალი თაობა, რადგან ეს ის ბავშვები არიან ვინც უნდა შექმნას საქართველოს ძლიერი მომავალი. მათ უნდა გააერთიანონ საქართველო და ჩვენ მშვიდობიანად უნდა ვიცხოვროთ ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად. მე მინდა მივულოცო, წარმატებები ვუსურვო მათ, რათა ასახელონ საკუთარი ქვეყანა და მშობლიური კუთხე, აფხაზეთი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.