პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სოფლის განვითარების სააგენტოს ცნობით, სახელმწიფო პროგრამით 9 საწარმომ 2,195 ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა, რის შედეგადაც ფერმერებმა 554,000 ლარზე მეტი მიიღეს, მათ შორის სუბსიდიამ 219,500 ლარს გადააჭარბა.

არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
რუსთავი 2

სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამამუშავებელმა 9 საწარმომ 2,195 ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. შედეგად, ფერმერებმა 554,000 ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, მათ შორის სახელმწიფო სუბსიდია 219,500 ლარს აჭარბებს, - ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

"არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის" სახელმწიფო პროგრამა მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ამოქმედდა.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ, ხილის გადამამუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენს. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ხილის გადამამუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც 2026 წლის 18 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდის.

არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებს საკოორდინაციო შტაბი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოარასტანდარტული ვაშლის ჩაბარების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
35 თეთრი კილოგრამზე - არასტანდარტული მანდარინი წელსაც დასუბსიდირდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები