პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: “მნიშვნელოვანია, რომ არ ავურიოთ ერთმანეთში გამოხატვის თავისუფლება და ცილისწამება. ცილისწამება არსად არ არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით. ის მახინჯი გაგება გამოხატვის თავისუფლებისა, რომ რასაც უნდა, იმას ილაპარაკებს, მათ შორის მედია, არის გამოხატვის თავისუფლების მახინჯი გაგება, რაც უნდა დასრულდეს”

ტვ პირველი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გამოხატვის თავისუფლება ცილისწამებას არ იცავს და მედიის მიერ „რასაც უნდა, იმის ლაპარაკი“ მახინჯი გაგებაა, რაც უნდა დასრულდეს. პარლამენტის თავმჯდომარე ბერა ივანიშვილის მიერ „TV პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილ სარჩელს გამოეხმაურა.

შალვა პაპუაშვილი: “მნიშვნელოვანია, რომ არ ავურიოთ ერთმანეთში გამოხატვის თავისუფლება და ცილისწამება. ცილისწამება არსად არ არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით. ის მახინჯი გაგება გამოხატვის თავისუფლებისა, რომ რასაც უნდა, იმას ილაპარაკებს, მათ შორის მედია, არის გამოხატვის თავისუფლების მახინჯი გაგება, რაც უნდა დასრულდეს”
POSTV

„მნიშვნელოვანია, რომ არ ავურიოთ ორი ცნება ერთმანეთში — გამოხატვის თავისუფლება და ცილისწამება. ცილისწამება არსად არ არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით. ის მახინჯი გაგება გამოხატვის თავისუფლებისა, რომ რასაც უნდა, იმას ილაპარაკებს, მათ შორის მედია, არის გამოხატვის თავისუფლების მახინჯი გაგება, რაც უნდა დასრულდეს და უნდა დავუბრუნდეთ იმ სტანდარტს, რომელიც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაშია”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბერა ივანიშვილის მიერ „TV პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში ჩივილს.

“ცივილიზებულ ქვეყნებში ვინც ტყუილს ამბობს, ის პასუხს აგებს. ეს არის არა მხოლოდ თანამედროვე ცივილიზაციის სტანდარტი — ასე არის კაცობრიობა მოწყობილი, რომ ვინც აბრალებს და ცილს სწამებს, მან პასუხი უნდა აგოს და ამტკიცოს თავისი ცილისწამების მართებულობა.

ამიტომ, ბერა ივანიშვილის სარჩელი ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია და ახლა შესაძლებლობა აქვს მედიას, რომელიც ცილისწამებას ავრცელებდა, თქვას, რის საფუძველზე აკეთებდა ამას.

საბოლოო ჯამში, როდესაც ყველა დავინახავთ, რომ არაფერი ჰქონიათ ხელთ და ეს იყო კონკრეტული ჟურნალისტის თუ მედიასაშუალების ფანტაზიორობა, ესეც აჩვენებს, თუ რა ტიპის ჟურნალისტიკასთან გვაქვს საქმე“, — აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – ვინც ტყუილს ამბობს და ცილს წამებს, პასუხი უნდა აგოს, ეს არ არის მხოლოდ თანამედროვე ცივილიზაციის სტანდარტი, ასეა კაცობრიობა აწყობილი
  2. რუსთავი 2სამთავრობოშალვა პაპუაშვილი ბერა ივანიშვილის ადვოკატის სარჩელზე: ასეა კაცობრიობა აწყობილი - ვინც აბრალებს და ცილს სწამებს, პასუხი უნდა აგოს და უნდა ამტკიცოს ცილისწამების მართებულობა
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბერა ივანიშვილის უფლებადამცველმა ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „TV პირველის“ წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები