შალვა პაპუაშვილი – ვინც ტყუილს ამბობს და ცილს წამებს, პასუხი უნდა აგოს, ეს არ არის მხოლოდ თანამედროვე ცივილიზაციის სტანდარტი, ასეა კაცობრიობა აწყობილი
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ცილისწამება გამოხატვის თავისუფლებით დაცული არ არის და ვინც ტყუილს ამბობს, პასუხი უნდა აგოს. განცხადება მოჰყვა ბერა ივანიშვილის სარჩელს „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ.

მახინჯი გაგება, რომ რასაც უნდა, იმას ილაპარაკებს მედია, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვინც აბრალებს და ცილს სწამებს, მან პასუხი უნდა აგოს.
„მნიშვნელოვანია, რომ არ ავურიოთ ორი ცნება – გამოხატვის თავისუფლება და ცილისწამება. ცილისწამება გამოხატვის თავისუფლებით არ არის დაცული არსად. უნდა დავუახლოვდეთ იმ სტანდარტს, რომელიც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაშია. ცივილიზებულ ქვეყნებში, ვინც ტყუილს ამბობს, ის პასუხს აგებს. ეს არ არის მხოლოდ თანამედროვე ცივილიზაციის სტანდარტი, არამედ ასე არის კაცობრიობა აწყობილი. ვინც აბრალებს და ცილს სწამებს, მან პასუხი უნდა აგოს და ამტკიცოს ცილისწამების მართებულობა. მედიებს, რომლებიც ცილისწამებას ავრცელებდა, შესაძლებლობა აქვს, თქვას, რის საფუძველზე ამტკიცებდენ, რა მტკიცებულებები ან ინფორმაცია ჰქონდათ. ყველა რომ დავინახავთ, არაფერი ჰქონდათ და ეს იყო კონკრეტული ჟურნალისტის თუ მედიასაშუალების ფანტაზიორობა, აჩვენებს, რა ტიპის ჟურნალისტიკასთან გვექნება საქმე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ბერა ივანიშვილის ადვოკატმა „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაშალვა პაპუაშვილი ბერა ივანიშვილის ადვოკატის სარჩელზე: ასეა კაცობრიობა აწყობილი - ვინც აბრალებს და ცილს სწამებს, პასუხი უნდა აგოს და უნდა ამტკიცოს ცილისწამების მართებულობა
შალვა პაპუაშვილი: “მნიშვნელოვანია, რომ არ ავურიოთ ერთმანეთში გამოხატვის თავისუფლება და ცილისწამება. ცილისწამება არსად არ არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით. ის მახინჯი გაგება გამოხატვის თავისუფლებისა, რომ რასაც უნდა, იმას ილაპარაკებს, მათ შორის მედია, არის გამოხატვის თავისუფლების მახინჯი გაგება, რაც უნდა დასრულდეს”
ციტატები სტატიიდან
„მნიშვნელოვანია, რომ არ ავურიოთ ორი ცნება – გამოხატვის თავისუფლება და ცილისწამება. ცილისწამება გამოხატვის თავისუფლებით არ არის დაცული არსად. უნდა დავუახლოვდეთ იმ სტანდარტს, რომელიც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაშია. ცივილიზებულ ქვეყნებში, ვინც ტყუილს ამბობს, ის პასუხს აგებს. ეს არ არის მხოლოდ თანამედროვე ცივილიზაციის სტანდარტი, არამედ ასე არის კაცობრიობა აწყობილი. ვინც აბრალებს და ცილს სწამებს, მან პასუხი უნდა აგოს და ამტკიცოს ცილისწამების მართებულობა. მედიებს, რომლებიც ცილისწამებას ავრცელებდა, შესაძლებლობა აქვს, თქვას, რის საფუძველზე ამტკიცებდენ, რა მტკიცებულებები ან ინფორმაცია ჰქონდათ. ყველა რომ დავინახავთ, არაფერი ჰქონდათ და ეს იყო კონკრეტული ჟურნალისტის თუ მედიასაშუალების ფანტაზიორობა, აჩვენებს, რა ტიპის ჟურნალისტიკასთან გვექნება საქმე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…