პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ფერმერებსა და ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ფერმერებს შეხვდნენ, სადაც არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების ხელშეწყობა, სუბსიდირების პროგრამა და საექსპორტო ლოჯისტიკა განიხილეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ფერმერებსა და ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა
რუსთავი 2

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან დავით სონღულაშვილთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან და რეგიონის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან დენის სალუქვაძესთან ერთად, აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსის სანერგე-სადემონსტრაციო ნაკვეთში ფერმერებსა და ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა და საადრეო მანდარინის კრეფაში მიიღო მონაწილეობა.

ფერმერებთან შეხვედრაზე ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ სეზონის მთავარი პრიორიტეტებია ფერმერების მხარდაჭერა, მოსავლის დროული რეალიზაცია და მათი შემოსავლების ზრდა. მისივე თქმით, ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს ექსპორტის ხელშეწყობა, ახალი ბაზრების მოძიება და ქართული ციტრუსის ადგილობრივ ბაზარზე ფართოდ წარმოდგენა.

შეხვედრაზე განიხილეს საექსპორტო ლოჯისტიკისა და მანდარინის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების კოორდინირებული მუშაობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების ხელშეწყობასა და სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის განხორციელებას.

მთავრობის წარმომადგენლებმა ჩაქვის სანერგე მეურნეობის სათბურიც დაათვალიერეს, სადაც საქართველოს ეროვნულ კატალოგში რეგისტრირებული ციტრუსოვანთა 15 ჯიშია განთავსებული.

ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით სონღულაშვილი ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის გახსნას დაესწროწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები